113 წლის მამაკაცმა სიცოცხლის ხანგრძლივობის ხუთი საიდუმლო გაამხილა

ორშაბათი, 20 ივლისი, 2015 - 16:02

ბრაზილიელმა 113 წლის მამაკაცმა ბერნარდო ლაპალომ ჯანმრთელობის ხუთი საიდუმლო გაამხილა. როგორც მამაკაცი ამტკიცებს, ის ავად არასოდეს გამხდარა. 113 წლის მოხუცის სხეული იმაზე უკეთ გამოიყურება, ვიდრე ბევრი 80 წლისა. ამიტომაც, რომ არა ლაპალოს პასპორტი, არავინ დაიჯერებდა, რომ ის უკვე 113 წლის არის.

ნიორი

ერთწლოვანი მცენარე ნიორი დედამიწის თითქმის ყველა კონტინენტზე ხარობს, რომელსაც უხსოვარი დროიდან მიირთმევს ადამიანი. მცენარე აძლიერებს იმუნიტეტს და მიიჩნევა საუკეთესო ბუნებრივ იმუნომოდულატორად. მას აქვს ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისება და მუშაობს უკუჩვენების გარეშე.

თაფლი

ბუნებრივი საუკეთესო ტკბილეული,  ნატურალური თაფლი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ახდენს ბაქტერიოციდულ, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზებელ მოქმედებას, აჩქარებს ქსოვილების აღდგენას, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ასტიმულირებს შინაგანი ორგანოებისა და იმუნური სისტემის მუშაობას.

დარიჩინი

დარიჩინი სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს, დღის განმავლობაში ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი მიღება საკმარისია, რომ სისხლში შაქრის დონე დაიქვეითოთ. ამ თვალსაზრისით დარიჩინი განსაკუთრებით სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულთათვის.

შოკოლადი

შოკოლადი გარდა იმისა, რომ ის აუმჯობესებს განწყობას, არეგულირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას.

ზეითუნის ზეთი

ზეითუნის ზეთი სხვა სასარგებლო პროდუქტებისგან იმით განსხვავდება, რომ მისი მცირე ულუფებიც კი საოცრად დიდ ეფექტს იძლევა. მთავარია, მისი რეგულარული გამოიყენება.ზეითუნის ზეთი სასარგებლოა ღვიძლის დაავადების დროს. ძველ რომში ზეითუნის ზეთი ბედნიერებისა და ახალგაზრდობის ერთგვარ ელექსირად ითვლებოდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45