თურქეთში ,,ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლმა კამიკაძემ აფეთქება მოაწყო

ორშაბათი, 20 ივლისი, 2015 - 15:43

დღეს აფეთქება მოხდა თურქეთში. ქვეყნის სამხრეთით ქალაქ სურუჩის კულტურის სახლთან ტერორისტმა კამიკაძემ თავი აიფეთქა. აფეთქების შედეგად არიან როგორც დაღუპულები, ასევე დაშავებულები. ბოლო მონაცემით, დაიღუპა 27 და დაშავდა 100 ადამიანი.

ვარაუდობენ, რომ ტერაქტი დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლმა მოაწყო.

თავდასხმის დროს კულტურის ცენტრში 300-მდე ახალგაზრდა იმყოფებოდა. ისინი სირიის ქალაქ კობანის აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობას აპირებდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46