საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს სამხედრო სწავლებას „Agile Spirit 2015“ დაესწრო

, 19 ივლისი, 2015 - 13:06

საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი გიორგი მარგველაშვილი, დღეს, ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო სწავლების “Agile Spirit 2015” მიმდინარეობასა და საასწავლო პროცესს გაეცნო. საქართველოს პრეზიდენტი სწავლების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგს დაესწრო, რომელზეც სამეთაურო-საშტაბო სწავლების სცენარი წარადგინეს.

გიორგი მარგველაშვილმა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სასწავლო უბნები დაათვალიერა და სწავლების მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა. ქვეყნის პირველ პირს აშშ-ის საზღვაო ქვეითთა პოლკისა და მრავალეროვნული ბრიგადის მეთაურებმა სწავლების მიხედვით არსებული ვითარება გააცნეს.

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი იმყოფებოდნენ. ნატო-ს სამხედრო სწავლება, რომელშიც პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2015“ საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს და 22 ივლისამდე გაგრძელდება. წვრთნების მიზანს კონვენციური ოპერაციების დროს ურთიერთქმედების დახვეწა და სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო ტაქტიკის გაცნობა წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.65
  • 3.06
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42