თურქეთში არქეოლოგებმა ბიბლიის ტექსტზე აგებული მოზაიკა აღმოაჩინეს

პარასკევი, 17 ივლისი, 2015 - 02:32

მოზაიკა, რომელიც 120 კვადრატულ მეტრს ფართობს მოიცავს  და ბიბლიის ტექსტებს შეიცავს,  არქეოლოგებმა  სამხრეთ თურქეთში,  ადანას ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, იტყობინება  BGN News.

 ბიბლიური ტექსტის გარდა, რომელიც ბერძნულ ენაზეა,  15 მეტრი და სიგრძისა და  რვა მეტრის სიგანის მოზაიკაზე ასახულია  16 შინაური და გარეული ცხოველი, რომლებიც ერთმანეთის გვერდი-გვერდ არიან ასახული.

მოზაიკაზე  წინასწარმეტყველ ესაიას სიტყვებია გამოსახული:  "მგელი და კრავი ერთად მოძოვს, ლომი, როგორც ხარი,  შეჭამს ჩალას,  გველის  საკვები მტვერი გახდება: ისინი ვერ ავნებენ და ვერ  მიაყენებენ ზიანს  ჩემს წმიდა მთას, ამბობს უფალი".

ექსპონატების მოსაძიებლად, გათხრები  ადანას 15 პროვინციაში მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.77
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41