პოლონეთში ორი წლის წინ ტყეში გაქცეული ძროხა დაიჭირეს

ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2015 - 16:10

პოლონეთში 2 წლის წინ საკუთარი ფერმიდან გაქცეული ძროხა, სახელად მატილდა, დაიჭირეს. „The Guardian“-ის ინფორმაციით, იგი მთელი ამ დროის განმავლობაში მიმდებარე ტყეში იმალებოდა.

მატილდას მეპატრონის, ლეზეკ ამბუშის განცხადებით, იგი ორ ცივ ზამთარს გადაურჩა, თუმცა უკან დაბრუნებას მაინც არ აპირებდა. ადგილობრივი ფერმერები მის მიერ მიყენებული ზარალის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, მაგრამ ძროხის დაჭერას ვერ ახერხებდნენ.

შეგახსენებთ, რომ მატილდა ფერმიდან 2013 წელს გაიქცა. როგორც ცნობილია, პოვნის შემდეგ მის სხეულზე უამრავი ჭრილობა აღმოაჩინეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.84
  • 3.18
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44