ლიკა კიკიანი ხელახალ გამოძიებას და იმ სერვერების გაშიფვრას მოითხოვს, რომელზეც პოლიციელების მხრიდან ცემის ფაქტებია ასახული

ხუთშაბათი, 09 ივლისი, 2015 - 23:00

კლუბ "ვიტამინის" მენეჯერმა ლიკა კიკიანმა ხელახალი გამოძიების მოთხოვნით ოფიციალური განცხადებით მიმართა პროკურატურას, კიკიანი  კუს ტბასთან არსებული ვიდეოჩანაწერების გაშიფვრას ითხოვს, რომელზეც, მისი განცხადებით, ასახულია 6 ივლისის ინციდენტი, კერძოდ, როგორ სცემეს ის სამართალდამცველებმა.

მისი განცხადებით, თუ დღეს 5 საათამდე არ ამოიღებენ  ჩანაწერებს,  სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული ყველა ჩანაწერი ავტომატურ რეჟიმში წაიშლება.

შეგახსენებთ კლუბ "ვიტამინის" მენეჯერმა ლიკა კიკიანმა ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ 6 ივლისის ღამეს ის კუს ტბის ფასიან ავტოსადგომზე 20-მდე პოლიციელმა სცემა. მისივე თქმით, ის კუს ტბაზე მომხდარი დაპირისპირების განმუხტვას ცდილობდა, როდესაც მას სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გენინსპექციის დასკვნის საფუძველზე განცხადება გაავრცელა, სადაც კიკიანის მონათხრობს ტყუილი უწოდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5