საქართველოში პოლოციის ეშინიათ და შიშის ფაქტორია ძალიან დიდი, მე გამოვჩნდი 21 წლის გოგო, რომელიც ამას აკეთებს - ლიკა კიკიანი

ოთხშაბათი, 08 ივლისი, 2015 - 23:09

სამწუხაროდ, საქართველოში პოლოციის ეშინიათ და შიშის ფაქტორია ძალიან დიდი, მე გამოვჩნდი 21 წლის გოგო, რომელიც ამას აკეთებს, - ამის შესახებ  კლუბ "ვიტამინის" მენეჯერი  ლიკა კიკიანმა შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ განაცხადა.

რაც შეეხება მოწმეებს, კიკიანის თქმით, ისინი სამართალდამცველებმა დააშინეს და უარს ამბობენ ჩვენების მიცემაზე.  

კიკიანი თავის სიმართლის დამტკიცებას აპირებს და საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ კადრებს "აბსურდულს, გადაჭრილს და ამოჭრილს" უწოდებს.

 კიკიანმა მედიას ის დაზიანებებიც გადააღებინა, რომლებიც მისი მტკიცებით, სამართალდამცველებმა  მიაყენეს.

კლუბ "ვიტამინის" მენეჯერმა ლიკა კიკიანმა გუშინ ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც  ამბობს, რომ 6 ივლისის ღამეს ის კუს ტბის ფასიან ავტოსადგომზე 20-მდე პოლიციელმა სცემა. მისივე ტქმით,  ის კუს ტბაზე მომხდარი დაპირისპირების განმუხტვას ცდილობდა, როდესაც მას სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

დღეს კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაასრულა და  კიკიანის მონათხრობს ტყუილი უწოდა.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.64
  • 3.06
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44