ნაციონალური მოძრაობა მთავრობას მტრული სახელმწიფოს პროპაგანდის დაფინანსებაში ადანაშაულებს

ოთხშაბათი, 08 ივლისი, 2015 - 15:12

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"  მთავრობას  მტრული სახელმწიფოს პროპაგანდის დაფინანსებასა და ქვეყნის  ეროვნული ინტერესების იგნორირებაში  ადანაშაულებს.

„გუშინ, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ანტიდასავლური დღის წესრიგის მთავარ პროპაგანდისტ მედია საშუალებებთან ისედაც ცხადი კავშირი დოკუმენტურად დადასტურდა: ამ მედია ორგანიზაციებს საქართველოს მთავრობა გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათიათასობით ლარით აფინანსებს. მაშინ როცა ქვეყანაში მძვინვარებს ეკონომიკური კრიზისი, იზრდება სიღარიბე და მცირდება ბიუჯეტი მთავრობა მტრული სახელმწიფოს პროპაგანდის დასაფინანსებლად სახსრებს მაინც პოულობს. 

ამასთან, დაფინანსების სრული მასშტაბი ჯერაც დაუდგენელია რადგან მისი ნაწილი ხორციელდება სახელმწიფო სიპ-ების საშუალებით და სასამართლო დავები ამ დაფინანსების გასაჯაროების ირგვლივ გაჭიანურებულია. 

კვლევაში ჩამოთვლილი მედია-საშუალებები დიდი ხანია მეთოდურად და თანამიმდევრულად ცდილობენ მოახდინონ საქართველოს ევროპული არჩევანის დისკრედიტაცია, დასავლური ცივილიზაციის დემონიზაცია და წარმოადგენენ კრემლის გააქტიურებული „რბილი ძალის“ კამპანიის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტებს. ამდენად, დოკუმენტურად დასტურდება, რომ საქართველოს მთავრობა პირდაპირ აფინანსებს ანტიდასავლურ ძალებს რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლებს და ცდილობენ გააღვივონ შუღლი და ძალადობა სხვადასხვა უმცირესობების მიმართ. 

საბიუჯეტო დაფინანსება 2013-2014 წლებში შემდეგ ორგანიზაციებს აქვთ მიღებული: გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ (63 923.33 ლარი), მედია-კავშირი „ობიექტივი“ (52 167,84 ლარი), „ალია“ ჰოლდინგში შემავალი გამოცემები: გაზეთები „ალია“ და „კვირის ქრონიკა“ (48 650 ლარი), ასევე გაზეთი „ასავალ-დასავალი“ (1 200 ლარი). „ობიექტივის“ ეთერში მხოლოდ ერთ გადაცემას მიმდინარე წელს 68 616.01 ლარი აქვს მიღებული.

ევროპის საბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიას (ECRI) მოთხოვნით, დაუშვებელია კონტრაქტების გაფორმება ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც დისკრიმინაციულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებენ. სხვადასხვა ავტორიტეტული ჯგუფების მიერ კარგადაა დოკუმენტირებული რომ აღნიშნული მედია ორგანიზაციები კი რეგულარულად ახდენენ სიძულვილის ენის ტირაჟირებას სხვადასხვა უმცირესობების მიმართ. თავი რომ დავანებოთ ფორმალურ ევროპულ ნორმებს, პრორუსული პროპაგანდის დაფინანსება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს პირდაპირ ეწინააღმდეგება“ - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.65
  • 3.06
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42