ამერიკელი მკვლევარები მარსის გათბობასა და კლიმატის შეცვლაზე მუშაობენ

სამშაბათი, 30 ივნისი, 2015 - 00:04

შეერთებულ შტატებში  სამეცნიერო კვლევითი სააგენტო "დაპრა"  (DARPA), რომელიც პერსპექტიულ   კვლევით პროგრამებზე მუშაობს, მარსის ტერაფორმირების მიზნით,  გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს ამზადებს.

CBS-ის ინფორმაციით, სააგენტოს სამომავლო გეგმები პლანეტის მეტნაკლებად სიცოცხლისთვის გამოსადეგარ და  დედამიწის მსგავსი კლიმატის შექმნას ითვალისწინებს. 

DARPA-ს  გეგმებში შედის პლანეტის გათბობა და გაჯერებული ატმოსფეროს შექმნა.

ამ მიზნით მარსზე  აპირებენ მცენარეების ასევე, ბაქტერიებისა და წყალმცენარეების გაშენებას.

ამას გარდა,  მომავალში კოლონისტებმა ჩაკეტილ სივრცეში რომ არ იცხოვრონ, მარსის კლიმატი და რელიეფი  სერიოზულად უნდა გარდაიქმნას, რისთვისაც  DARPA ამ პროცესის დასაჩქარებლად  გეგმავს სხვადასხვა ორგანიზმების მოდიფიცირებას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55