სირიაში შეტაკებებისას კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

ორშაბათი, 29 ივნისი, 2015 - 13:09

სირიაში საქართველოს მოქალაქე,  23 წლის თურფალ ბორჩაშვილი  დაიღუპა. სოფელ ძიბახევში მცხოვრები ახალგაზრდა  კობანიში შეტაკებებს ემსხვერპლა.

 ბორჩაშვილის გარდაცვალების შესახებ პანკისელებმა გვიან ღამით შეიტყვეს. მომხდარი უკვე დაადასტურეს ახმეტის გამგეობაში და სოფლის ტერიტორიულ ორგანოში.

ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა თურქეთში სამუშაოდ 6 თვის წინ წავიდა. მათ არ აქვთ ინფორმაცია, როდის ჩავიდა ის სირიაში.

 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი საქართველოს მე-14 მოქალაქეა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით იბრძოდა და სირიაში საბრძოლო მოქმედებებს ემსხვერპლა.

არაოფიციალური ცნობებით, სირიაში სუნიტ ჯიჰადისტთა ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში საქართველოს 100-ზე მეტი მოქალაქე იბრძვის. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46