გიორგი ღონღაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, უკრაინის ექს-პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

სამშაბათი, 22 მარტი, 2011 - 13:13

ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, უკრაინის ექს-პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა  ამის შესახებ ადგილობრივ მედიას ინფორმაცია ქვეყნის გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, რენატ კუზმინმა დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ ღონღაძე ინტერნეტგამოცემა "უკრაინსკაია პრავდას"ხელმძღვანელობდა. ჟურნალისტი კიევიდან 2000 წლის სექტემბერში გაიტაცეს, სამართალდამცავემბა ორი თვის ძებნიში შემდეგ მისი თაბვმოჭრილი ცხედარი ტყეში იოოვეს, თუმცა ლეონიდ კჩმას მართველობამ ეს საქმე მალევე დახურა.

მომხდარიდან რამოდენიმე დღეში მედიაში ვრცელდებოდა მოსაზრება, რომ ღონღაძის მკვლელობაში უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა და სხვა მაღალჩინოსნები იყვნენ გარეულები.

ცნიბისთვის, აღნიშნული საქმით უკრაინის ამჟამინდელი პროკურატურა, გასული წლის სექტემბერში დაინტერესდა, მას შემდეგ რაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ოფიცერმა, ნიკოლაი მელნიჩენკომ აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც კუჩმას ხმა ისმის, რომელიც ღონღაძესთან "ანგარიშსწორების" აუცილებლობაზე საუბრობს.

რაც შეეხება მკვლელობის უშვალო შემსრულებლებს მათი ვინაობა ამ დრომდე არ ხმაურდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.06
  • 3.45
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54