თბილისის ზოოპარკი მოსახლეობის საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

ორშაბათი, 15 ივნისი, 2015 - 17:32

თბილისის ზოოპარკი განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

"უმორჩილესად გთხოვთ, თავი შეიკავოთ დაუზუსტებელი ინფორმაციის, ინტერნეტში მოპოვებული ფოტოებისა და ფოტომონტაჟების გავრცელებისგან იმ საკითხთან დაკავშირებით, თითქოს თბილისის სხვადასხვა უბანში იმყოფებიან ლომები, ვეფხვები, მგლები, დათვები, გველები და ა.შ. ჩვენ უბრალოდ ვერ ვტოვებთ უყურადღებოდ მსგავს ე.წ. "დაზუსტებულ" ინფორმაციას და იძულებულნი ვხდებით გავგზავნოთ ჩვენი ვეტექიმების ჯგუფი ყველა იმ მისამართზე, საიდანაც შემოდის საგანგაშო ზარი. თუმცა სტიქიის ღამიდან დღემდე არც ერთი ცხოველი არ იქნა ნაპოვნი ქალაქში, არც ცოცხალი და არც მკვდარი. აქაც ბევრი ცხოველია მძიმე მდგომარეობაში, ჩვენი ვეტექიმების რესურსი აქაც ძალიან საჭიროა. ამიტომ გთხოვთ, ნუ გაავრცელებთ მსგავს ინფორმაციას, თუ საკუთარი თვალით არ ნახავთ ცხოველს!!! დაზუსტებული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში პირდაპირ დაუკავშირდით 112-ს!!!", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.67
  • 3.16
  • 0.04
  • 0.69
  • 1.45