საგანგებო შტაბი განცხადებას ავრცელებს

ორშაბათი, 15 ივნისი, 2015 - 12:18

საგანგებო შტაბი, რომელიც თბილისში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, პრემიერის დავალებით შეიქმნა განცხადებას ავრცელებს.

"დღეიდან თბილისში მომხადრი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და აღდგენით სამუშაოებში, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა ჩაერთო. ამ ეტაპზე დამატებითი რესურსის მობილიზების საჭიროება არ არსებობს.

გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ მოხალისეებს, გასულ დღეებში მათ მიერ გამოჩენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და სამაშველო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობის გამო. თუმცა, იმისათვის, რომ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოები ორგანიზებულად და შეუფერხებლად წარიმართოს, გვსურს, მოვუწოდოთ მათ, თავი შეიკავონ სტიქიით დაზარალებულ ადგილებში გადაადგილებისა და თავშეყრისაგან.

ამავე დროს, თხოვნით მივმართავთ დედაქალაქის მოსახლეობას, უკიდურესი აუცილებლობის გარეშე, თავი შეიკავონ თბილისის ცენტრალურ უბნებში პირადი ავტომობილებით გადაადგილებისაგან, რათა შეძლებისდაგვარად მოხდეს საავტომობილო მოძრაობის განტვირთვა და თავიდან იქნას აცილებული საცობები", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41