ქალაქს პატრონი არ ჰყავს, ქვეყანა ტელევიზიების წინ პოზიორობამ წალეკა - თემურ შაშიაშვილი

, 14 ივნისი, 2015 - 17:00

„თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა თბილისში მომხდარ  სტიქიურ  უბედურებასთან  დაკავშირებით  სპეციალური განცხადება გაავრცელა,  რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

"მძიმე რამ მოხდა,მოსალოდნელიც იყო....უარესი შეიძლება მოხდეს, თუ  ფასადების პოლიტიკიდან, რეალურ პოლიტიკაზე არ გადავალთ....მიწისქვეშა  ქალაქი [კომუნიკაციები] უმძიმეს მდგომარეობაშია...ქალაქს პატრონი არ  ჰყავს, ქვეყანა ტელევიზიების წინ პოზიორობამ წალეკა. 

ცნობისათვის ვიტყვი, რომ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ეგვიპტელებმა  და ბერძნებმა დაამკვიდრეს ხელისუფალის შეფასების კრიტერიუმი-მათი აზრით,  ხელისუფალი, რომელსაც უყვარს ხალხი და ქალაქი, ფიქრობს მიწისქვეშა  კომუნიკაციებზე, ხოლო ხელისუფალი,რომელსაც უყვარს სკამი და  თანამდებობა-ფიქრობს ფასადებზე (!!!).

ამას დიდი ხანია მძიმედ განვიცდი ჯერ კიდევ 2012 წელს მომხდარი  წყალდიდობის დროს რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა  სპეციალური განცხადებაც გავავრცელეთ, სადაც ფასადურ პოლიტიკას  დამღუპველი  და დამანგრეველი ვუწოდე, რომ ეს არის ხალხის მოტყუების და ხალხის მოსყიდვის  პოლიტიკა, ვთქვი, რომ ფასადური პოლიტიკა მედროვეთა პოლიტიკაა – ორიენტირებული  დღევანდელზე და არა ხვალინდელზე...

დღეს მოქმედებაა საჭირო. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და იქ მივდივარ  დასახმარებლად,სადაც ტელევიზიები და ჟურნალისტები არ  იქნებიან,განსხვავებით ნაცპარტიელებისაგან,რომელთა პოლიტიკა ფასადური  იყო-ბუტაფორული ქვეყანა შექმნეს და დღეს, როცა უხმაურო  ხელებდაკაპიწება, დაზარალებულთა გვერდით დგომაა საჭირო, გულისამრევად  დგანან ტელე-ჟურნალისტების წინ და მერიას კარნახობენ სამაშველო  ბრიგადების შექმნას, მეტიც,მერიას ეუბნებიან გვითხარით სად დაგეხმაროთო.

ვისურვებდი, რომ დღეს ტელევიზიებს პოლიტიკოსები კი არა გულიანი  ქართველები, თბილისელები  ეჩვენებინა...სწორედ ისინი გულწრფელად რომ  დგანან გაჭირვებულთა გვერდით.

ქვეყანას გულწრფელი ხალხი გადაარჩენს და არა ფარისეველი პოლიტიკოსები  ხელისუფლებაში და ხელისუფლების გარეთ!“, - ნათქვამია "თეთრების" ლიდერის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.64
  • 3.06
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44