შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

, 14 ივნისი, 2015 - 02:18

თბილისში, ძლიერ წვიმასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო სრული დატვირთვით მუშაობს. მაშველებმა უზნაძეს ქუჩაზე დატბორილი სარდაფიდან წყალი ამოტუმბეს და შეზღუდული

შესაძლებლობების მქონე პირი ამოიყვანეს და გადაარჩინეს. მაშველებმა ასევე თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური შენობის ამოტუმბვა განახორციელეს. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ჭერი ჩამოინგრა, ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

სამაშველო ოპერაცია ასევე მიმდინარეობს წყნეთში, გზის რამდენიმე მონაკვეთზე. მაშველები ინტენსიურად მუშაობენ ვაკე-საბურთალოს მონაკვეთზე, მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაშავებულები არ არიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მობილიზებულები არიან და მუშაობას აგრძელებენ.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.65
  • 3.06
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42