თბილისში გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

სამშაბათი, 22 მარტი, 2011 - 07:46

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ინციდენტი ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამთენიისას მოხდა. ცნობილია, რომ დაუდგენელმა პირმა ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, მიზეზი კი სავარაუდოდ შელაპარაკება გახდა.

დაშავებული წმინდა მიხეილის სახელობის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ცნობილია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52