საქართველოს პრეზიდენტი პორტუგალიის პრეზიდენტს პორტუგალიის დღეს ულოცავს

ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2015 - 16:48

საქართველოს პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანიბალ კავაკუ სილვას პორტუგალიის დღეს ულოცავს.

„თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის დიდი პატივია გულითადად მოგილოცოთ პორტუგალიის დღე. მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პორტუგალიის რესპუბლიკასთან მეგობრული და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების განვითარებას. ღრმად მწამს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო პარნტიორული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ჩვენი ერების სასარგებლოდ.

ვსარგებლობ შემთხვევით და დიდ მადლიერებას გამოვხატავ თქვენი ურყევი მხარდაჭერისადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის, ასევე ჩვენი ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები, თქვენს მომავალ საქმიანობაში წარმატებისათვის, მეგობარი პორტუგალიელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის.“

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.41