უმრავლესობის წევრები, პრემიერის ხელმძღვანელობით, ახორციელებენ თავდასხმას ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტზე - ნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს

სამშაბათი, 09 ივნისი, 2015 - 16:32

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი სასამართლო ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღებას დაშინებისა და შანტაჟის მცდელობად აფასებს.  ამის შესახებ  მინაშვილმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 


როგორც მინაშვილი აცხადებს,  ხელისუფლების მხრიდან გრძელდება ფართომასშტაბიანი შეტევა სასამართლო ინსტიტუტზე და  უმრავლესობის წევრები, პრემიერის ხელმძღვანელობით, ახორციელებენ თავდასხმას ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტზე. 

"პრემიერმა გუშინ, ოქროპირიძის საქმეზე ბრალი ნაფიცმსაჯულებზე გადაიტანა. პროკურატურამ არ მოამზადა სათანადოდ საქმე, ნაფიცმსაჯულთა წინაშე მტკიცებულებები არ წარადგინა, რათა მომხდარიყო ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დისკრედიტაცია.

მინდა საზოგადოებას და ხელისუფლებას შევახსენო, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საუკუნეების განმავლობაშია გამოცდილი და ის არის ერთ-ერთი მთავარი გარანტი სასამართლოს დამოუკიდებლობის. ძალიან ცალსახაა, რომ ხელისუფლებას დამოუკიდებელი სასამართლო არ უნდა და სწორედ ამის გამო ხორციელდება დარტყმები სასამართლო ინსტიტუტზე. მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში სასამართლო ხელისუფლებაში კორუფცია წახალისებულია, აქ არის გარიგება ხელისუფლებასა და კონკრეტულ მოსამართლეებს შორის. ეს გასაკვირი არ არის, რადგან რამდენიმე თვის წინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ქალბატონი გვენეტაძე დაინიშნა, რომელიც თავის დროზე კორუფციული ურთიერთობის მფარველი. 
და მესამე ძალიან მნიშვნელოვანი, იმისათვის რომ ყველა მოსამართლე მათ შორის ის, ვინც დღეს არის ურჩი, დაემორჩილოს იმ თამაშის წესებს, რომელსაც ადგენს ხელისუფლება, მათ შემოაქვთ გაურკვეველი ინსტიტუტი, სასამართლო ინსპექტორის ინსტიტუტი, ეს ინსტიტუტი არის სწორედ დაშინების და შანტაჟის მექანიზმი. თუ მოსამართლე არ დაემორჩილება სწორედ იმ თამაშის წესს, იმ განსაზღვრულ ნორმებს, რომელსაც ადგენს ხელისუფლება სასამართლოში, მას მოუწევს პასუხისგება.

მე მინდა შევახსენო ყველას, მათ შორის ხელისუფლებას, სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევას აქვს ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასი და ამ ხელისუფლებას მოუწევს ამ ფასის გადახდა. სამწუხაროა ამავე დროს ის, რომ ამით ზიანდება ქართული სახელმწიფო, ამით ზიანდება ქართული საზოგადოება, ამით ზიანდებიან საქართველოს მოქალაქეები, იმიტომ რომ ასეთი ტიპის ჩარევა პირდაპირ ურტყავს და ზიანს აყენებს საქართველოს ეკონომიკას და ამავე დროს დისკრედიატაციას ახდენს ქართული სახელმწიფოსი საქართველოსი ჩვენი პარტნიორების თვალში და საბოლო ჯამში საქართველო მიყავს იზოლაციისაკენ. ამიტომ მე არა მაქვს ილუზია რომ ეს ხელისუფლება ამ პოზიციას შეცვლის და მთავარია ის, რომ საზოგადოება საბოლოო ჯამში თავის პროტესტს დააფიქსირებს, დააფიქსირებს იმ დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ, რომელიც არის ძალიან ნეგატიური და ამ ხელისუფლებას მოუწევს ძალიან მალე წასვლა იმ სკამებიდან, რომლებზეც დღეს ისინი არიან", განაცხადა  აკაკი მინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.64
  • 3.06
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44