პირველად, 13 წლის განმავლობაში, ერდოღანის პარტიამ უმრავლესობა დაკარგა

ორშაბათი, 08 ივნისი, 2015 - 23:00

პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის  „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიამ   გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პირველად 13 წლის ისტორიაში საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა და 258 მანდატი მიიღო, რაც 18-ჯერ ნაკლებია პარლამენტში ხმათა უმრავლესობის მისაღებად.

BBC-ის ინფორმაციით ერდოღანის პარტიამ ხმათა 41% მიიღო. ექსპერტების განცხადებით კი, ეს სერიოზულ დარტყმაა რეჯეფ ტაიპ ერდოღანისათვის, რომელსაც საპრეზიდენტო უფლებამოსილებების გაზრდა სურდა. კოალიციაში სხვა პოლიტიკური პარტიების შესცვლის საკითხი ყრილობაზე განიხილება, რომელიც მომდევნო კვირას არის დაგეგმილი. თუ 45 დღის ვადაში პარლამენტი ვერ შეძლებს მთავრობის დანიშვნას, განმეორებითი არჩევნები ჩატარდება.

არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა ოპოზიციური „რესპუბლიკური პარტია“, რომელმაც ხმათა 25% მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა „ნაციონალური მოძრაობის პარტიამ“ 16,5%-ით. აღსანიშნავია, რომ ამ არჩევნებზე დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა ქურთებთან დაკავშირებულმა „სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ“, რომელმაც 10%-იანი ბარიერის გადალახვა პირველად შეძლო და ხმათა 13% მიიღო. მათ პარლამენტში 550 ადგილიდან 75 მოიპოვეს. მათ უკვე გამორიცხეს ერდოღანის პარტიასთან კოალიციის ჩამოყალიბების შესაძლებლობა.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.4
  • 2.57
  • 3.08
  • 0.04
  • 0.66
  • 1.43