ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა სრული კოლაფსი განიცადა - ირაკლი ღარიბაშვილი

ორშაბათი, 08 ივნისი, 2015 - 15:11

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა სრული კოლაფსი განიცადა და ჩვენ ვალდებული ვართ, მას გადავხედოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, აღმაშფოთებელია, რომ მკვლელობაში ბრალდებული ადამიანის გასამართლება ვერ მოხერხდა.
„ჩვენ ვიხილეთ, რომ ამ ინსტიტუტმა განიცდა სრული კოლაფსი და კრახი. ჩვენ ვართ ვალდებული, ამას გადავხედოთ და ხარვეზი გამოვასწოროთ. რა თქმა უნდა, დაზარალებულს, ლაშა მახარაძის ოჯახს აქვს აბსოლუტურად სამართლიანი მოთხოვნა, რომ დამნაშავე დაისაჯოს. ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. როგორ და რა მეთოდებით, ამას შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ეს ინსტიტუტი ჩავარდა და სრული კოლაფსი განიცადა. ასე, რომ ჩვენ ამას აუცილებლად და ძალიან მალე უნდა გადავხედოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42