საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, რომ ქართველი ხალხის სახელით გააფრთხილოს მეგობარი უკრაინელი ხალხი – ჯუმბერ კირვალიძე

ოთხშაბათი, 03 ივნისი, 2015 - 13:35

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე რუსთავი 2–ის ეთერში, "არჩევანი"-სთვის მიცემულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს შემდეგ აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, რომ ქართველი ხალხის სახელით გააფრთხილოს მეგობარი უკრაინელი ხალხი.

"გუშინ, რუსთავი 2–ის ეთერში ნაჩვენები იქნა ინტერვიუ საქართველოს ყოფილ და ძებნილ პრეზიდენტთან მ.სააკაშვილთან, სადაც მან ისაუბრა საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე და საქართველოში "დაბრუნებაზე", იმ შემთხვევაში, თუ მას ქართველი ხალხი "დაუძახებს"! სააკაშვილის რიტორიკაში გახმოვანდა ანტიკონსტიტუციური ნოტებიც, რომ საქართველოში უნდა შეიქმნას "მოქმედების კომიტეტები" და სხვა... საქმე ის გახლავთ, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ ძებნილი სააკაშვილი ამ შინაარსის განცხადებების კეთებას აგრძელებს მას შემდეგაც, რაც პრეზიდენტმა პოროშენკომ დაჩქარებული წესით მიანიჭა უკრაინის მოქალაქეობა და დანიშნა იგი ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის მეთაურად (გუბერნატორად). ანუ, "გაუკრაინელებული და გაგუბერნატორებული" სააკაშვილი, რომელსაც ძებნილის სტატუსი აქვს საქართველოში, როგორც ჯერ კიდევ საქართველოს მოქალაქე, განაგრძობს ჩარევას საქართველოს საშინაო საქმეებში! ეს არის დაუშვებელი და ამიტომ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სააკაშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს სასწრაფოდ უნდა ჩამოართვას საქართველოს მოქალაქეობა, რადგანაც ორმაგი მოქალაქეობა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია! გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ეს ქმედება არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ საქართველომ და ქართველმა ხალხმა ვალი მოიხადოს მოძმე უკრაინელი ხალხის წინაშე, რადგანაც, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება "დაუფიქრებლად ენდობა და წყალობს" სააკაშვილს და მისი თანამზრახველების მცირერიცხოვან ჯგუფს, ნიშნავს რა მათ სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობებზე უკრაინაში! აუცილებელია და მეტიც, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია გააფრთხილოს მეგობარი უკრაინელი ხალხი (ოდესის და ოდესის ოლქის მოსახლეობა), მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე, რაც დიდი ალბათობით მოჰყვება სააკაშვილის "მოღვაწეობას" უკრაინაში და კონკრეტულად ოდესის რეგიონში! მოგეხსენებათ, რომ რა ურთულეს მდგომარეობაში იმყოფება უკრაინა და უკრაინელი ხალხი, სადაც არაკონტროლირებადი მოვლენები შეიძლება უსწრაფესად განვითარდეს, ამიტომ, ბევრი ბჭობა აღარ უნდა ამ საკითხს და საქრთველოს ხელისუფლების პირველმა პირებმა, უკრაინის პირველი პირების და მთლიანად უკრაინელი ხალხის მისამართით უნდა გააკეთონ შესაბამისი შინაარსის განცხადება, რათა საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ხალხი პირნათელნი ვიყოთ ჩვენი მეგობარი უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელი ხალხის მიმართ!!!.. - აცხადებს კირვალიძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42