„აგროდაზღვევის“ პროგრამაში მონაწილე ფერმერებს სტიქიისგან მიყენებული ზარალი მთლიანად აუნაზღაურდებათ

სამშაბათი, 02 ივნისი, 2015 - 12:08

ძლიერი სეტყვის გამო, გორში სოფლის მეურნეობის სამინისტროს „აგროდაზღვევის“ პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარები დაზარალდნენ. სადაზღვევო კომპანიებში სატელეფონო შეტყობინებები შედის, რის საფუძველზეც სადაზღვევო აგენტები ადგილზე ეტაპობრივად გავლენ და სეტყვის შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლიან, ჯერჯერობით ზარალის ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია. აგროდაზღვევაში მონაწილე ფერმერებს ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ. პროგრაში, რომელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს, გორში მცხოვრები 333 ფერმერი ჩაერთო.

სახელმწიფო პროგრამა ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, რომ დააზღვიონ მოსავალი შემდეგ სტიქიურ მოვლენებზე: სეტყვა, ჭარბი ნალექი, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს ყველა ფერმერს ჩაერთოს აგროდაზღვევის პროგრამაში, რათა თავიდან აიცილოს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46