პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ორშაბათი, 01 ივნისი, 2015 - 14:23

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს მარკ გრიფითსს და სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში აზიმ სადიკოვს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის საქმიანობა განიხილეს, საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველო დღეს დგას. საუბრისას ასევე დეტალურად იქნა განხილული ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისი და ეკონომიკური ზრდა.

მხარეებმა ეროვნულ ბანკზე იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია შენარჩუნებული იქნას ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრას ასევე დაესწრო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42