თბილისის ზღვის გარშემო 12 კილომეტრიანი გზის შეკეთება 15 ივლისს დასრულდება

შაბათი, 30 მაისი, 2015 - 14:09

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ თბილისის ზღვის გარშემო გზის 12 კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში თბილისის ზღვის გარშემო საავტომობილო გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი კაპიტალურად შეკეთდება, გაიხსნება ძველი და მოეწყობა ახალი ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. ზღვის შემოვლითი გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს პარალელურ რეჟიმში შ.პ.ს „ბლექ-სი გრუპი“ და ს.ს „საგზაო კომპანია თბილისი“ აწარმოებენ.

თბილისის მერის განცხადებით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის ფარგლებში, ველორბოლაში შეჯიბრი გაიმართება. შესაბამისად, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის დაწყებამდე დასრულდება.

„ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ქალაქს დარჩება მოწესრიგებული გზა და მოქალაქეები ამ გზით ისარგებლებენ, რადგან ამ გზით სარგებლობა და გადაადგილება დედაქალაქის სხვადასხვა უბნებისთვისაც მარტივია“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის განცხადებით, აღნიშნული გზის კაპიტალური რეაბილიტაცია წლებია არ ჩატარებულა.

„საფუძვლიანად იქნება გამოცვლილი, როგორც საზაო კონსტრუქცია, ასევე მონიშვნა, გვერდულები და ა.შ ანუ მინიმუმ 10 წლის განმავლობაში, ამ გზაზე არანაირი სახის სამუშაოების განხორციელება საჭირო აღარ იქნება“, - განაცხადა ავთანდილ სუდაძემ.

საგზაო სამუშაოების გამო, 15 ივლისის ჩათვლით, თემქის დასახლებიდან ვარკეთილის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება და გადაადგილება თბილისის ზღვის მარცხენა მონაკვეთზე შესაძლებელი იქნება ორმხრივად.

საგზაო სამუშაოები 2015 წლის მაისში დაიწყო და 15 ივლისს დასრულდება. პროექტის საერთო ღირებულება 6 100 000 ლარია.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.65
  • 3.06
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42