ნამდვილად ვთვლიდი ნაცმოძრაობას ჩემს პირად მტრად, მაგრამ პირად მტერზე დიდი მტერი სამშობლოს მტერი მყავს ახლა - ნუგზარ სულაშვილი

სამშაბათი, 26 მაისი, 2015 - 02:57

ყველას გასგებად ვამბობ ვინც ცდილობთ კორექტირება შიტანოთ ჩემს წარსულში აწყმოში და მომავალში, რას ვაკეთებდი, რას ვაკეთებ და რა უნდა გავაკეთო - ეს თქვენი საქმე არ არის!!!

 

განსაკუთრებით არავინ გეკითხებათ როდის და რატომ ვიდექი ვიღაცის გვერდით, ან არ ვიდექი და ვინ არიან ჩემი მეგობრები.

 

ადამიანს მიუთითო ვისთან უნდა იმეგობრო და ვისთან არა, ეს არის სითავხედის უმაღლესი გამოვლინება.

მე გამოვიარე ეროვნული მოძრაობის აქტიური ცხოვრება და დღეს ჩემს გვერდით, ბუნებრივია არსებობენ ადამიანები, რომელნიც ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც არიან. მათთან ერთად გავინაწილე გაჭირვება, ბედნიერება და ნასროლი ტყვიაც, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რადგან ჩვენ ერთმანეთის სიცოცხლეს ვიცავდით და ახლა იმიტომ, რომ ვიღაცა მიშას მომხრეა და ვიღაც ბიძინასი ჩემს მეგობრობას ვერ დავახურდავებ, რადგან ის ჩემთვის მაღალღირებული ფასეულობაა.

ვიღაცას თუ არ მოგწონთ მაკა რაზმაძე, კობა ხაბაზი, ირაკლი წერეთელი ან სხვანი და სხვანი ეს თქვენი პრობლემაა და არა ჩემი. ამიტომ ვალდებული ვარ, როცა მათ პიროვნულად შეეხებით უხეში ფორმით გიპასუხოთ ზომაზე მკაცრად.

ხოლო იმას, რასაც შეეხება ჩემი პლიტიკური სიმპატია ანტიპატია, ამას საზოგადოდ ვაფიქსირებ ერთი ადგილის თამაშის გარეშე.

დიახ ნამდვილად ვთვლიდი ნაციონალურ მოძრაობას ჩემს პირად მტრად. (ხაზს ვუსვამ "პირადს") მაგრამ პირად მტერზე დიდი მტერი სამშობლოს მტერი მყავს ახლა და ლოგიკურია როცა შენი მტრის მტერს საკუთარ მოყვარედ და მეგობრად მიიჩნევ. ამით არც ქრისტესმიერ მოძღვრებას ვეწინააღმდეგები სადაც მოგვიწოდებს პირადი მტრის სიყვარულზე და არც სხვა დოგმატურ კანონს.

ასე რომ შევთანხმდეთ: მეგობრებს მე თავად ვირჩევ და არა თქვენ და უფლებას ვიტოვებ ყველამათგანის შეურაცხყოფაზე პასუხი გაგცეთ, - - წერს სოციალურ ქსელში საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი და საფრანგეთი-საქართველოს თანამეგობრობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43