მეცნიერებმა შიდსის წარმოშობის ადგილი და მიზეზი დაადგინეს

ორშაბათი, 25 მაისი, 2015 - 17:10

მეცნიერთა ჯგუფმა შიდსის წარმოშობის ადგილი და მიზეზები დაადგინა. მეცნიერთა კვლევების თანახმად,  პირველად ადამიანი იმუნოდეფიციტის ვირუსით  1920 წელს იმ ტერიტორიაზე დაინფიცირდა,

სადაც ახლა  კონგოს რესპუბლიკის დედაქალაქი კინშასა მდებარეობს, - იუწყება postimees.ee.

ამ დასკვნამდე  მეცნიერები მას შემდეგ მივიდნენ, როდესაც 1959 წელს კინშასაში აღებული სისხლის ნიმუშების  გენეტიკური ანალიზი ჩაატარეს.  დასკვნები  სამეცნიერო ჟურნალში Science გამოქვეყნდა.

 გარდა ამისა, მეცნიერებმა იმის დამტკიცებაც შეძლეს, რომ აივ ვირუსი შიმპანზეების ვირუსია, რომელმაც მუტაცია განიცადა, ხოლო ადამიანის დაინფიცირება, სავარაუდოდ, მაიმუნის ინფიცირებული სისხლის კონტაქტისას მოხდა.

ვირუსის სწრაფ გავრცელებას მთელ კონტინენტზე  კი ხელი არსებულმა ფაქტორებმა შეუწყვეს, როგორიცაა სექს-მონებით ვაჭრობა, მოსახლეობის სწრაფი ზრდა და არასტერილური ნემსები.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44