იმ იმედად ყოფნა, რომ სანქციებით რუსეთს მორჩილ და ნახევრად კოლონიურ ქვეყნად გადააქცევთ, არ ღირს - რამზან კადიროვი ამერიკის პრეზიდენტს მიმართავს

ორშაბათი, 11 მაისი, 2015 - 01:48

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი უკმაყოფილებას გამოთქვამს ამერიკის ლიდერის უარის თქმაზე მოსკოვში 9 მაისს აღლუმში მონაწილეობაზე და აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას

 Instagram-ით მიმართავს, იბრძოლოს სამართლიანობისა და მშვიდობისათვის.

 

როგორც კადიროვი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია ფაშიზმზე გამარჯვება, სადაც გადამწყვეტი როლი რუსეთმა შეასრულა. 

"ორმოცდახუთი წლის გაზაფხულზე  კავალერიის პოლკის მეთაურმა, მოვლიდ ვისაიტოვმა ბრძოლით მიაღწია ელბას და პირველმა  ჩამოართვა ხელი ამერიკელ გენერალს ბოულინგს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა ის  დააჯილდოვა "ღირსების ლეგიონის" ორდენით. გროზნოს ცენტრში ვისაიტოვს ძეგლი დაუდგეს.  გერმანიის დამარცხება ჩვენი საერთო გამარჯვებაა, რომელშიც გადამწყვეტი როლი  რუსეთს ეკუთვნის. 9 მაისს თქვენ არ იყავით  მოსკოვში გამარჯვების აღლუმზე, თუმცა თქვენ ვალდებული იყავით, პატივი მიგეგოთ  ათობით მილიონი დაღუპული რუსი ჯარისკაცისა და ოფიცრისთვის, რათა გეჩვენებინათ ყველა ტერორისტული ლიდერისთვის, რომ  მშვიდობისა და სამართლიანი მსოფლიო წესრიგის დამყარებაში ერთიანობაა.  ამის ნაცვლად, თქვენ აჩვენეთ, რომ არ ხართ  მზად, ერთიანი ფრონტით წინ აღუდგეთ საფრთხეებსა და ახალ მსოფლიო ომს", - წერს კადიროვი Instagram-ზე.

კადიროვი ასევე მოუწოდებს ბარაკ ობამას და მის კოლეგებს,  დაივიწყოს წარსული წყენა და შეწყვიტონ  დროის გაყვანა უმნიშვნელო მუქარებით.

კადიროვს წამყვანი ქვეყნის ლიდერებთან კითხვა აქვს, საით მიჰყავთ მსოფლიო. "იმ იმედად ყოფნა, რომ სანქციებით რუსეთს  მორჩილ და  ნახევრად კოლონიურ ქვეყნად გადააქცევთ,  არ ღირს. თუ ჩვენ ორმოცდახუთში  ცხენებით  ბერლინამდე მოვედით,  დღეს მით უმეტეს, ნებისმიერი სირთულის  ამოცანას გადავწყვეტთ. დიახ, სამართლიანობა იზეიმებს! " - აცხადებს კადიროვი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.77
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41