ნეპალში მომხდარმა მიწისძვრამ რელიეფი შეცვალა, ევერესტის სიმაღლე შემცირდა, ანაპურნის მთების სიმაღლე გაიზარდა

ორშაბათი, 04 მაისი, 2015 - 00:17

ნეპალში მომხდარმა მიწისძვრამ ევერესტის სიმაღლე შეამცირა. The Huffington Post-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მეცნიერთა რამდენიმე ჯგუფის მონაცემებშია ასახული.

 

კერძოდ, არაკომერციული გეოფიზიკური კვლევის კონსორციუმის UNAVCO-ის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე მაღალი მთის სიმაღლე 2.54 სანტიმეტრით შემცირდა. მეცნიერთა დასკვნები კი ევროპულ თანამგზავრ  "Sentinel-1"-ის ჩანაწერებს ეყრდობა.

თავის მხრივ, გარემოს დაცვის კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის თანამშრომლისა და პროფესორ როჯერ ბილჰამის   გათვლებით,  მწვერვალის სიმაღლე  ერთი ან ორ მილიმეტრამდე შემცირდა, თუმცა, ამავდროულად,  მისივე თქმით, ანაპურნის მთის მასივის სიმაღლე, რომელიც ჰიმალაის მთათა სისტემაში მდებარეობს, მიწისძვრის შედეგად 20 სანტიმეტრით გაიზარდა. 

გერმანიის აერონავტიკის ცენტრის დასკვნებით, კატმანდუს რაიონში, დაახლოებით 88.5 29 კილომეტრი,  2.5 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტმა ტერიტორიამ, დაახლოებით 91 სმ-ით  მაღლა აიწია წინანდელთან შედარებით.

ყველა მეცნიერი განმარტავს, რომ  რელიეფის ცვლილება განაპირობა  დედამიწის ქერქის შესუსტებამ, რაც მიწისძვრამ გამოიწვია. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.12
  • 3.51
  • 0.05
  • 0.68
  • 1.5