სასარგებლო რჩევები მიწისძვრის დროს

ხუთშაბათი, 30 აპრილი, 2015 - 02:32

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრი საზოგადოებას მიწისძვრების შემთხვევაში, სასარგებლო რჩევებს სთავაზობს.

 

რა არის სინამდვილეში მიწისძვრა ?

მიწისძვრა დედამიწაში დაგროვებული ენერგიის უცაბედი გამოთავისუფლებაა. ის ერთ–ერთი ყველაზე საშიში და შემაძრწუნებელი ბუნებრივი მოვლენაა. ჩვენ შეიძლება გვეგონოს, რომ მიწა რომელზეც ვდგავართ მკვრივია და მტკიცე, თუმცა მიწისძვრას მომენტალურად შეუძლია ამ ილუზიის დამსხვრევა.

როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს? დედამიწის რხევის შემთხვევაში მაქსიმალურად შეამცირეთ მოძრაობა, პატარ–პატარა ნაბიჯებით გადაინაცვლედ დაცულ ადგილას და იყავით შენობაში, სანამ არ დარწმუნდებით, რომ მიწისძვრით გამოწვეული რხევა დასრულდა. თუ მიწისძვრის დროს თქვენ იმყოფებით შენობის შიგნით, დაწექით იატაკზე მაგიდის ან სხვა რომელიმე ავეჯის ქვეშ და მაგრად მოეჭიდეთ, სანამ რხევა შეწყდება. იმ შემთხვავაში თუ ახლომახლო არ არის არც მაგიდა და არც მერხი, დაიფარეთ თავი და სახე მკლავებით და მიწაზე დაწექით შენობის შიდა კუთხეში. თავი შორს დაიჭირეთ ფანჯრისგან, გასასვლელი კარისგან, ყველაფრისგან, რაც შეიძლება ჩამოვარდეს. კარების შესასვლელი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენეთ თავშესაფრად, თუ ის თქვენთან ყველაზე ახლოსაა, შენობა არ არის ძალიან ძველი და თქვენც დარწმუნებული ხართ იმაში, რომ მის ქვეშ თავს დაცულად იგრძნობთ. თუ მიწის რხევის დროს თქვენ იმყოფებით ქუჩაში, მოერიდეთ შენობებთან სიახლოვეს. სტატისტიკამ აჩვენა, რომ მიწისძვრის დროს ხალხი უმეტესწილად იმიტომ იღუპება, რომ შენობიდან გამორბის და მისი ჩამოქცევის შემთხვავაში ნამტვრევების ქვეშ ექცევა.

თუ მიწის რხევას შეიგრძნობთ მანქანაში ან სხვა რაიმე ტრანსპორტში დარჩით შიგ და თავი აარიდეთ შენობების, ხიდებისა და ხეების ქვეშ გაჩერებას. მანქანიდან არ გადმოხვიდეთ. მეტად უსაფრთხოა თუ შიგ დარჩებით, რადგან მანქანასაც შეუძლია თქვენთვის გარკვეული მფარველობის გაწევა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61