ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგის სათავეშია

სამშაბათი, 14 აპრილი, 2015 - 21:18

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგის სათავეშია. ის ამერიკული გამოცემა Time-ს მკითხველებმა დაასახელეს.

 

რუსეთის პრეზიდენტს  ხმა გამოკითხულთა 6,95%-მა მისცა,  მეორე ადგილზეა სამხრეთკორეელი მომღერალი ლი ჩე რინი.  ხუთეულში ასევე შევიდნენ მომღერალი ლედი გაგა, რიანა და ტეილორ სვიფტი.

Time-სის მკითხველებმა გავლენიან ადამიანებად ასევე დაასახელეს დალაი ლამა, პაკისტანელი უფლებადამცველი გოგონა, მალალა იუსუფზაი და რომის პაპი ფრანცისკე. ისინი ათეულში მოხვდნენ.

ათეულს მიღმა აღმოჩნდა ბარაკ ობამა და მისი მეუღლე, მათ  მკითხველთა ხმების  1,4% და 1,2% მიიღეს.

ხმის მიცემაში 58 პროცენტამდე ამერიკელი მკითხველი მონაწილეობდა, თუმცა გამოცემა არ აკონკრეტებს, რამდენმა ამერიკელმა მისცა ხმა რუსეთის პრეზიდენტს.

ყველაზე გავლენიანი ადამიანის გამოსავლენად TIME-ის გამოკითხვა 10 აპრილს დასრულდა. გამოცემის რედაქტორი თავის რჩეულს 16 აპრილს  დაასახელებს.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.65
  • 3.06
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42