ამ დანაშაულის ჩადენაში მთავარი ეჭვმიტანილის დაკავება იყო ჩვენი ხელისუფლების ღირსების საქმე - ირაკლი ღარიბაშვილი

პარასკევი, 10 აპრილი, 2015 - 15:30

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სპეცოპერაციის შედეგად, პოლციის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავებას ხელისუფლების ღირსების საქმედ აფასებს. 

 

"პოლიციელების - ბექა მარგიშვილისა და გიორგი ბერუაშვილის მკვლელობასა და ვალერიან გრძელიშვილის და გიორგი მახარაშვილის დაჭრაში მთავარი ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე დაკავებულია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მთელი ჩვენი საზოგადოებისათვის.

ამ დანაშაულის ჩადენაში მთავარი ეჭვმიტანილის დაკავება იყო ჩვენი ხელისუფლების ღირსების საქმე.

მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს და თითოეულ პოლიციელს დაკავების ოპერაციის ოპერატიულად და ეფექტიანად ჩატარებისთვის.

სახელმწიფო არავის შეარჩენს დანაშაულს და ყველა დამნაშავე დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.65
  • 3.07
  • 0.04
  • 0.67
  • 1.44