პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე ბორჯომში დააკავეს

პარასკევი, 10 აპრილი, 2015 - 11:38

პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე დაკავებულია. ის ბორჯომის გარეუბანში,  ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში აიყვანეს, რის შემდეგ ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს.

 

 პოლიცია მას კვირაზე მეტ ხანს ეძებდა.

შალვა აბულაძეს ბრალად ედება ორი პოლიციელის მკვლელობა. თავდასხმის ბოლო შემთხვევა 4 აპრილს თბილისში მოხდა. ვარკეთილში ის ორმა პოლიციელმა გადამოწმების მიზნით გააჩერა, რა დროსაც აბულაძემ ცეცხლი გახსნა. შედეგად დაიღუპა პოლიციელი ბექა მარგიშვილი. დაიჭრა მეორე პოლიციელი ვალერიან გრძელიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.42