პროკურატურამ შალვა აბულაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა

ხუთშაბათი, 09 აპრილი, 2015 - 19:50

ქ. თბილისის პროკურატურამ შალვა აბულაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით,

 რაც გულისხმობს პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას.

 

გამოძიებით დადგენილია, რომ 2015 წლის 4 აპრილს, ისანი–სამგორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა – ვახტანგ გულიაშვილმა, ვალერიან გრძელიშვილმა და ბექა მარგიშვილმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, შემოწმების მიზნით გაჩერებისაკენ მოუწოდეს მოქალაქე შალვა აბულაძეს, რომელიც თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე ვარკეთილის მეტროსადგურის მიმართულებით გადაადგილდებოდა. შეჩერების მოწოდებისთანავე, შ. აბულაძემ მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან პოლიციელთა მიმართულებით გახსნა ცეცხლი, რის შედეგადაც ბექა მარგიშვილი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, ხოლო ვალერიან გრძელიშვილი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით დღემდე მოთავსებულია N1 კლინიკურ საავადმყოფოში.

1977 წელს დაბადებული შალვა აბულაძე, 2015 წლის 23 იანვარს, ქ. ბორჯომში, პოლიციის თანამშრომლების – გიორგი ბერუაშვილის მკვლელობისა და გიორგი მახარაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის იძებნება. იგი წარსულში არაერთგზისაა ნასამართლევი, მათ შორის ყაჩაღობისა და მკვლელობის მცდელობისთვის.

2015 წლის 5 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 6 საათზე, შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით გატარებული სამძებრო ღონისძიებებისას, იგი შემჩნეულ იქნა ქ. თბილისში, წულუკიძის ქუჩის მიმდებარედ, რა დროსაც სამართალდამცავების დანახვისთანავე მან კვლავ გახსნა ცეცხლი პოლიციელების მიმართულებით და შეძლო მიმალვა. საბედნიეროდ ამ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოძიება გძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით (პოლიციელის სიცოცხლის მოსპობა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით (პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) რაც სასჯელის ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურა იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე ბრალდებულ შ.აბულაძის მიმართ დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ.

ამ დროისათვის საქმეზე პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებები შ.აბულაძის ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი დაკავების მიზნით.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46