"ისლამური სახელმწიფოს" (IG) ლიდერი გერმანელზე დაქორწინდა

შაბათი, 04 აპრილი, 2015 - 01:24

 ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" (IG) ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ახალგაზრდა გერმანელზე დაქორწინდა, - ინფორმაციას  Infobae ავრცელებს.

 

 გამოცემის ცნობით, ქორწინება ერაყის ქალაქ მოსულში შედგა, სადაც პატარძალი სირიიდან შევიდა, ხოლო საქორწილო ცერემონიალი მკაცრად გასაიდუმლოებულ ვითარებაში გაიმართა.

 ალ-ბაღდადის ახალი მეუღლე  ორგანიზაციაში ქალებს გააკონტროლებს.

გერმანიის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ცოტა ხნის წინ გერმანიიდან  70-ზე მეტი ქალი "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა, რათა ისლამისტებს შეუერთდნენ. მისივე თქმით, მათი საშუალო ასაკი 25 წელია, თუმცა მათ შორის არასრულწლოვანებიც არიან.

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადს ორი ცოლი უკვე ჰყავს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55