იტალიელი ნეიროქირურგი თავის გადანერგვის ოპერაციას 2017 წელს გააკეთებს

, 01 მარტი, 2015 - 23:46

იტალიელი ნეიროქირურგი სერჯიო კანავერო თავის გადანერგვის ოპერაციის ჩატარებას  უკვე 2017 წელს გეგმავს. თავისი პროექტი მეცნიერმა ამერიკაში ორთოპედიის ქირურგებისა და ნევროლოგების

კონფერენციაზე წარადგინა, - იტყობინება New Scientist.

თავის გადანერგვის ოპერაცია თავდაპირველად გათვლილი იქნება იმ პაციენტებზე, რომლებსაც  კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ან ამიოტროფული სკლეროზით არიან დაავადებულნი.

კანავეროს მეთოდი მეცნიერებაში არსებულ მიღწევებს ეფუძნება. მაიმუნებში თავის გადანერგვის ოპერაცია ჯერ კიდევ  1970 წელს ჩაატარეს. ახალი თავით მაიმუნმა მხოლოდ  ცხრა დღე იცოცხლა, იმუნურმა სისტემამ  უცხო ორგანო არ მიიღო.

ოპერაციის ჩატარებას ქირურგი  ლონდონში გეგმავს. ახალი სხეულის დონორი ტვინის სიკვდილის მდგომარეობაში მყოფი ადამიანი იქნება. დონორსა და მიმღებს თავებს ერთდროულად მოკვეთენ, რის შემდეგ მოხდება გადანერგვა. გადანერგვის შემდეგ პაციენტს დაახლოებით ოთხი კვირის განმავლობაში კომურ  მდგომარეონაში დატოვებენ, რათა  სისხლძარღვებმა და კუნთებმა  არ იმოძრაონ და მოხდეს სხეულის შეგუება ახალ თავთან.

 ქირურგი იმედოვნებს, რომ დღეს არსებულ შეუთავსებლობის პრობლემას უახლოეს მომავალში კლონირება გადაწყვეტს და  მოსახლეობა ჯანსაღ სხეულს საკუთარი დნმ-სგან მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55