ნატო-ს გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი და "ოქროს ბარათის" სტატუსი, საქართველოს გამთლიანების საკითხს ვერ გადაჭრის – ჯუმბერ კირვალიძე

შაბათი, 06 სექტემბერი, 2014 - 17:25

ნატო–ს გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი და "ოქროს ბარათის" სტატუსი, საქართველოს გამთლიანების საკითხს ვერ გადაჭრის!",  – ამის შესახებ პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე აცხადებს.

პოლიტოლოგი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინაპირობად რუსეთთან პოლიტიკურ დიალოგს მიიჩნევს, ხოლო მედიატორის როლში საუკეთესო ვარიანტად გერმანიის ჩართვა მიაჩნია. 

"ლონდონში, საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტში (Chatham House) გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განცხადა, რომ – "ჩვენ მართლა არ გვესმის, რატომ ახორციელებს ძლიერი, ბირთვული სახელმწიფო ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას და როგორ ვიპოვოთ გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან. რა თქმა უნდა, წავალ მოსკოვშიც და სხვა ნებისმიერ ქალაქშიც, სადაც ეს საკითხები იქნება განხილული". მან, ასე უპასუხა დასმულ კითხვას, რომლის შინაარსი ასეთი იყო, – "რატომ ეძებს საქართველო დასავლეთის პროტექციას და არ ცდილობს, რუსეთთან მოლაპარაკებებს"?..

გარდა ამისა, მარგველაშვილმა გაიმეორა ის "მორიგე ფრაზები", რომლებიც ამ საკითხთან მიმართებაში არაერთი წელია გვესმის საქართველოს უმაღლეს თანამდებობის პირთაგან, რომ – საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებამ არავის მოუტანა სარგებელი, არც რუსეთს, არც აფხაზეთს და არც ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს (რამდენად დაეთანხმებიან ისინი, ანუ ოკუპანტ–სეპარატისტები მარგველაშვილს, ალბათ მათ უნდა ვკითხოთ). და რომ, დასავლეთისკენ სწრაფვით საქართველო ცდილობს გახდეს იმ მსოფლიოს ცივილიზაციის ნაწილი, რომელსაც ის ეკუთვნის და ეს სურვილი არ ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს (ცნობილია, რომ ესეც რუსეთისთვის სადაოა), რადგანაც საქართველო არ ცდილობს იყოს რუსეთთან კონფრონტაციაში!.. და განაგრძო, რომ საქართველო იზიარებს ევროპულ ფასეულობებს, რაც წარმოადგენს ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს და ეს არ არის არჩევანი რუსეთის წინააღმდეგ... მარგველაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს ევროკავშირის და ნატო-ს მომავალი წევრობა, რუსეთისთვის სარგებლის მომტანი იქნება და არა – საფრთხის (უბედურება ის არის, რომ რუსები ასე არ თვლიან, რაც მარგველაშვილმა შესანიშნავად იცის და მაშინ, რაღა საჭიროა ტყუილად სიტყვების ბრახა–ბრუხი?!). და, გამოსვლის მიწურულს კი, მარგველაშვილმა ბრძანა, რომ – "ჩვენ არ ვეძებთ პროტექციას რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ ვცდილობთ ჩვენი რეგიონის სტაბილიზებას".

უელსში ჩატარებულ ნატო–ს სამიტზე ცნობილი გახდა, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ახალი პაკეტი პრაქტიკულად შეთანხმებულია ალიანსის წევრებთან, იგი ითვალისწინებს შემდეგს - საქართველოში გაიხსნას ნატო-სთან ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი, აგრეთვე, საქართველო შეყვანილია "ოქროს ბარათის" ჯგუფში, ესენი არიან ის ქვეყნები, რომლებიც უკვე გამოიკვეთნენ, როგორც ყველაზე თავსებადი პარტნიორები ალიანსისთვის და განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში. მოკლედ, საქართველო – შვედეთთან, ფინეთთან, ავსტრალიასთან და იორდანიასთან ერთად, ნატო-ს უელსის სამიტზე ალიანსთან ურთიერთობის ახალ სტატუსს და "ოქროს ბარათს" მიიღებს, რაც ნიშნავს ალიანსთან გაძლიერებულ თანამშრომლობას ნატო-ს წევრობის გარეშე. ეს ყველაფერი, კარგი, მაგრამ, ლონდონის სამეფო ინსტიტუტში გამართულმა შეხვედრამ, დამსწრე მაღალკვალიფიციური საზოგადოების მხრიდან დასმულმა შეკითხვებმა საქართველო–რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ ბმაშია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემასთან, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან ამ მიმართულებით ძალიან დიდი შრომაა გასაწევი და რაც შეიძლება დროულად უნდა მოხდეს ეს, თორემ, მსოფლიო გეოპოლიტიკური ცვლილებების და უკრაინის კრიზისის ფონზე მოსალოდნელია, რომ საქართველოსთვის გარკვეული "შესაძლებლობების ველი დაიხუროს" და მერე, გვიანღა იქნება სინანული!.. ამიტომ, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად, მათი მედიატორობით და ახალი რეალიების (უკრაინის მოვლენები) გათვალისწინებით, საჭიროა რუსეთთან ურთიერთობის "ფრონტზე" გააქტიურება, რადგანაც დასავლეთის და რუსეთის კომპრომისული შეთანხმების შემთხვევაში, საქართველოს საკითხი დღის წესრიგის მიღმა არ დარჩეს!.. ამ მიმართულებით კი, თითქმის არაფერი კეთდება, თუ არ ჩავთვლით აბაშიძე–კარასინის ფორმატს, რომელსაც სხვა მიზნები აქვს, ისევე, როგორც ჟენევის ფორმატს! ხოლო, ნატო–ს გაძლიერებული პაკეტის მიღება და "ოქროს ბარათის" სტატუსი, საქართველოს ამ პრობლემას ვერ გადაუჭრის!.. საქართველოსთვის არსებული მდგომარეობა რუსეთთან მიმართებაში (გაბრაზებულ–გაბუტული), არ გახლავთ ნორმალური იმ თვალსაზრისით, რომ მიმდინარე აგრესიის და ანექსიის ქვეშ მყოფი უკრაინაც კი, დასავლეთის მოთხოვნით და ხელშეწყობით – მაინც განაგრძობს მასთან დიალოგს! ასეთია რეალობა და საერთაშორისო პოლიტიკური კონიუნქტურა ამ მონსტრ–რუსეთის მიმართებით და ჩვენ ამას ვერ შევცვლით, ამიტომ "ანგარიში უნდა გავუწიოთ", თორემ სავსებით შესაძლებელია, რომ "ოფსაიდში" აღმოვჩნდეთ (ამიტომ ვწერ, – "შესაძლებლობების ველის დახურვაზე")! გარწმუნებთ, რომ დასავლეთისთვის "რამდენადაც ნაკლები თავის ტკივილი ვიქნებით", მით უკეთესია მისთვის და ჩვენი პრობლემების არ შეხსენებასაც, ან მეტიც, "შეგუებასაც" დიდი "მოწონებით შეხვდებიან", არც მალავენ ამას პრივატულ საუბრებში!.. დარწმუნებული ვარ, რომ ყირიმის ანექსია და მისი "გაპრავება" რუსეთისთვის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს, როგორც გრძელვადიან ისე მოკლევადიან პერსპექტივაში და არ გამოვრიცხავ, რომ ამის გამო, "სხვა მიმართულებებზე" მისი პოზიციები კომპრომისული გახდეს... ნათელია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთს დღეს "ძალიან უჭირს" და ამით უნდა ვისარგებლოთ, ამიტომ არ გვაქვს უფლება მხოლოდ "მოლოდინის რეჟიმში" ვიყოთ, მოქმედებაა საჭირო, ისედაც ბევრი დრო დაიკარგა.. რაც შეეხება, დასავლელ მედიატორს რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებში, მიმაჩნია, გერმანია აქ შეუცვლელი იქნება, რადგანაც რუსეთის "გაღიზიანების ფაქტორი მოიხსნება"... საინტერესო და სასარგებლოა ლონდონის და ნიუპორტის შეხვედრები, მაგრამ, აუცილებელია პოლიტიკური დიალოგის დაწყება მოსკოვთან!..", - აცხადებს ჯუმბერ კირვალიძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი