არსებობს საფრთხე, რომ რუსეთმა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ყირიმის მსგავსი რეფერენდუმი ჩაატაროს - თორნიკე შურღულაია

ხუთშაბათი, 27 მარტი, 2014 - 21:08

დოქტორთა კლუბის პრეზიდენტი, ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ინსტრუქტორ-ანალიტიკოსი სადაზვერვო და გლობალური უსაფრთხოების საკითხებში თორნიკე შურღულაია არ გამორიცხავს,

რომ რომ რუსეთმა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩაატაროს ყირიმის მსგავსი რეფერენდუმი და მიიერთოს ისინი, ასევე ხელისუფლებას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ ჯავახეთში მცხოვრებ, ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტების აღებასთან დაკავშირებით.

 

 თორნიკე შურღულაია „ჯეონიუსს“ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და რუსეთის პოლიტიკის შესახებ ესაუბრა.

"მსოფლიოში არაპროგნოზირებადი მოვლენები ვითარდება, რუსეთი ვერ ელევა თავის იმპერიალისტურ ზრახვებს და განაგრძობს ძალის პოლიტიკით თამაშს და არღვევს მსოფლიო წესრიგს, მსოფლიო პოლიტიკის არენაზე, ისტორიულად ცნობილია, რომ ძალის პოლიტიკა და სახელმწიფოების იძულებით მიერთება კრახით სრულდება და დროებითი ეფექტის მატარებელია. რუსეთი დიდი რისკის ქვეშ აყენებს თავის სახელმწიფოებრიობას. დასავლეთს აღნიშნულ ეტაპზე სტრატეგიულად მომგებიანი მომენტი აქვს და თუ სწორად იმოქმედებს, მოუგებს რუსეთის ფედერაციას აღნიშნულ გეოპოლიტიკურ თამაშში.

მთელი სტრატეგიის არსი გახლავთ ის, რომ რუსეთი რიგ ევროპის ქვეყნებს ვერ დააშანტაჟებს ენერგო რესურსების გადაკეტვით და გაყინვით, რაც ხელსაყრელ მომენტად მიმაჩნია, რომ რუსეთის წინააღმდეგ პირველ ეტაპზე ამოქმედდეს უმკაცრესი დიპლომატიური და ფინანსური სანქციები. მსოფლიო პოლიტიკის დიდი შეცდომა იყო რუსეთის WTO-ში მიღება, რადგან რუსეთი არ არის 21 საუკუნის პროგრესული პოლიტიკური მოთამაშე, მას არ ესმის საერთაშორისო სამართლის პოსტულატების არსი და მნიშვნელობა. რუსეთის მეთაური საბჭოთა კავშირის ნოსტალგიით არის დასნეულებული და ახლა მისი იმედები ევრაზიული კავშირის შექმნას ემყარება, რაც უფრო არა საბჭოთა კავშირის, არამედ ვარშავის პაქტის ანალოგია.

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ შეჩერდება, მისი დაშლა გარდაუვალია, რუსეთის აგრესიის არეალის გაფართოების შემთხვევაში დარწმუნებული ვარ „ნატო“ გადადგამს რადიკალურ ნაბიჯებს, უკრაინა დაიწყებს შეიარაღებულ შეტევებს ყირიმის ნახევარკუნძულზე, საბრძოლო სცენები გაიმართება მთიან ყარაბაღში სადაც აზერბაიჯანი აქტიურ სამხედრო მოქმედებებს განახორციელებს სომხეთის წინააღმდეგ, ამ პროცესებს ჩემი აზრით არც ჩრდილოეთ კავკასიის რიგი ქვეყნები გამოაკლდებიან აღნიშნულ ხელსაყრელ მომენტს, რომლებიც ასევე მიაყენებენ დარტყმას რუსეთის ფედერაციას, როგორც აგრესორს და დამპყრობელს, იაპონია რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვს კურილის კუნძულებს, საქართველოს შემთხვევაში ვხედავთ, რომ რუსეთთან შემრიგებლური პოლიტიკა, ე.წ. „აბაშიძე-კარასინის“ ფორმატი უშედეგოა, მცოცავი ოკუპაცია აქტიურ ფაზაშია, საქართველოში ამოქმედებულია „მე-5 კოლონა“, ტარდება შეხვედრები, მიმდინარეობს რუსეთის “პიარი“ და არაფრის მომცემი „ევრაზიული კავშირის“ აქტიური პროპაგანდა, რაც ჩემი აზრით, ჩვენი ხელისუფლების და სამართალდამცავი ორგანოების გაუმართლებელი სისუსტის გამოვლინების შედეგია.

საქართველოში უნდა შეიზღუდოს სუვერენული სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი და ძირგამომთხრელი საქმიანობის მწარმოებელი ორგანიზაციების აქტიურობა. არსებობს იმის საფრთხეც, რომ რუსეთმა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩაატაროს ყირიმის მსგავსი რეფერენდუმი და მიიერთოს ისინი, ჩვენმა მმართველმა პოლიტიკურმა ძალებმა და უსაფრთხოების სტრუქტურებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ჯავახეთში მცხოვრები, ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების სურვილს აიღონ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი.

საქართველოს ნატოში გაწევრიანება მნიშვნელოვანი საკითხია, ჩვენ ქვეყანაში ნატოს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების „პეტრიოტის“ განთავსება ნიშნავს რუსეთის ტერიტორიაზე 180-დან 200-კილომეტრამდე გადაფარვის ზონაში არსებული სტრატეგიული ობიექტების განადგურებას. ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში ჩვენზე გავრცელდება მე-5 მუხლი კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპები, მაგრამ ევროატლანტიკური ინტეგრაცია ორმაგი სტანდარტებით და მხოლოდ ოფიციალური დეკლარირებით ქმედითი ნაბიჯების გარეშე არ მოხდება! რუსეთის ლიდერობის დამარცხება, როგორც სამხედრო ისე იდეოლოგიურ ომში გარდაუვალია, პროგრესული მსოფლიოს სტრატეგიული და დროულად წარმოებული რამდენიმე მხრიდან აქტიური შეტევა დაახევინებს რუსეთს უკან. ზესახელმწიფოს ლიდერის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პრინციპულობაზე, ეფექტურ თუნდაც რადიკალურ და დროულ ნაბიჯებზეა დამოკიდებული, თუ რამდენად გაიწელება ეს პროცესები დროში. გუშინ საქართველო, დღეს უკრაინა, ვინ არის შემდეგი რუსეთის დღის წესრიგში?! ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, უნგრეთი...", - აცხადებს თორნიკე შურღულაია.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43