ირაკლი ოქრუაშვილის სიტყვაში პროპაგანდისტული კომუნიკაციის ტექნიკის რამდენიმე მეთოდი იყო წარმოდგენილი - არჩილ გამზარდია

შაბათი, 08 მარტი, 2014 - 18:16

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის დირექტორი არჩილ გამზარდია, პოლიტიკურ თოქ-შოუ "რეაქციაში" ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს.

"ირაკლი ოქრუაშვილის ვერბალური კომუნიკაციის პროპაგანდისტული მექანიზმები:

ირაკლი ოქრუაშვილის სიტყვაში წარმოდგენილი იყო რამდენიმე მეთოდი პროპაგანდისტული კომუნიკაციის ტექნიკისა. კერძოდ, "ბუმერანგის მეთოდი" - მის მიხედვით, პერსონაჟი ცდილობს დაჩაგრულის მანტია მოირგოს, რადგან ადამიანებს მოსწონთ შევიწროებული პირები და თანაგრძნობასა თუ თანადგომაზე არიან ორიენტირებულები. ამდენად, "ჩაგრული ოქრუაშვილის" გაყიდვა უფრო ეფექტური ხერხი შეიძლება აღმოჩნდეს. ამ კონტექსტით, ოქრუაშვილმა წარმოადგინა მისი შესაძლო შევიწროების გარემოება საარჩევნო კოდექსის დეტალებით.

შემდეგი ხერხი მისი პოტენციურ ამომრჩეველთან კომუნიკაციის კუთხით, ეს იყო სოციალური მახასიათებლების თითქოსდა სასხვათაშორისოდ წარმოდგენა, რაც დღემდე ეფექტურად მოქმედებს ამომრჩეველზე, თუ კი მის შესაძლებლობას აჩვენებ. მაგალითად, ეს მეთოდი კარგად გამოიყენა 2003 წელს მიხეილ სააკაშვილმა, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა. მათ შეპირებებსა თუ პოტენციურ პოზიტიურ შედეგებს მისცეს თავიანთი მხრიდან შესაძლებლობის მახასიათებლები და შესაბამისად, წარმატებულად წარდგნენ ამომრჩეველთან. ეს "მასობრივი კმაყოფილების" მახასიათებლებად ითვლება დღემდე ჩვენში.

მესამე, ეს იყო "ვიწრო აუდიტორიაზე მორგებული შეტყობინება" და მხარდაჭერის მიღების პირობები, რაც გამოიხატა სტალინის ძეგლთან მიმართებაში. აქ გათვლა იყო ვიწრო აუდიტორიაზე სამიზნე ჯგუფთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან გორში, ანუ კონკრეტულ ამომრჩეველთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება, სავარაუდოდ, მკაცრად ნეგატიურად შეფასდება საზოგადოებისგან, აქ, ვიმეორებ გათვლა იყო მხოლოდ გორელ მოსახლეობაზე. თუ ამ შეტყობინებას კარგად გამოძიებული სოციოლოგიური წინაპირობები ჰქონდა, მაშინ, შესაძლოა, ოქრუაშვილს წარმატებულად წაადგეს ეს განცხადება ლოკალურ სივრცეში, თუმცა, საერთო საიმიჯო მახასიათებლების კუთხით, ცხადია, ბევრად ნეგატიურ უკუკავშირად მოუბრუნდება.

იყო კიდევ რამდენიმე საინტერესო პლასტი, თუმცა, ეს სტატუსს უფრო ვრცელს და არაკითხვადს გახდის :)-წერს Facebook-ზე არჩილ გამზარდია

 

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.65
  • 3.06
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42