მეძახონ ბებერი სულელი, მაინც ვიტყვი, რომ ასეთი ნორმა შოკში მაგდებს - ალენ დელონი

პარასკევი, 07 მარტი, 2014 - 15:45

ლიბერალებმა, მემარცხენეებმა და უმცირესობის წარმომადგენლებმა ალენ დელონის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს. მსოფლიო კინოს კლასიკოსს შვეიცარულ ფრანგულენოვან გაზეთში გამოქვეყნებული ინტერვიუს გამო უპირისპირდებიან.

„ორმოცი წელია დე გოლისტი ვარ და ვიცი, რომ ფეხი დროსაც უნდა ავუწყო. თუმცა იყო დე გოლისტი ოლანდის სამყაროში შეუძლებელია. ერთსექსიანთა ქორწინებას არ ვებრძვი, ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ. მე მხოლოდ მათ მიერ ბავშვების შვილად აყვანის წინააღმდეგი ვარ. ახლა ვიცი მეტყვიან, ადაპტაცია გაკლია და ცხოვრებას ფეხს ვერ უწყობო. რას იზამ, ცუდი ურთიერთობა მაქვს ჩვენს ეპოქასთან, რომელიც ყველაფერ არაბუნებრივს ცხოვრების ნორმად ამკვიდრებს. მეძახონ ბებერი სულელი, მაინც ვიტყვი, რომ ასეთი ნორმა შოკში მაგდებს“, - აცხადებს ინტერვიუში მსახიობი.

საქმე ისაა, რომ მოსაზრებების გამო, მას საკუთარი შვილიც დაუპირისპირდა და მამის გამონათქვამს "აღმაშფოთებელს" უწოდებს.

ამ დღეებში „„ტოლერანტისტებმა“ თანამდებობას ჩამოაცილეს „მის საფრანგეთის“ ჟიურის უცვლელი თავმჯდომარე, თუმცა ისინი ამით არ კმაყოფილდებიან და მას კინოსტუდიის, „საპატიო ლეგიონის“ ორდენისა და „ცეზარის“ პრემიის ჩამორთმევითაც ემუქრებიან. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45