პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ ჩემი გატეხვა შეიძლებოდა - ვანო მერაბიშვილი

ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2013 - 18:08

როდესაც ვაანალიზებ ბოლო დღეების მოვლენებს, ვფიქრობ, ვხვდები რაშიც მდგომარეობდა მთავრობის, უფრო სწორად კი პირადად ივანიშვილის გეგმა, - ამის შესახებ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ყოფილი პრემიერის განცხადებით, პროკურატურამ სასამართლო სხდომებზე მერაბიშვილის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ტარებით, მისი "გატეხვა" გადაწყვიტა.

"პროკურატურამ დაინახა, რომ ქუთაისში მუდმივი ტარებით ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. საზოგადოებამ იცის, რომ სასამართლო სხდომების დროს, დღეში შვიდი საათი მიწევს მგზავრობა წინ და უკან.

ვფიქრობ, რომ ამიტომაც გადაწყვიტა პროკურატურამ, რომ ჩემი გატეხვა შეიძლებოდა. იმ ღამის დეტალები საზოგადოებამ უკვე იცის, ამიტომ ხელახლა აღარ მოვყვები. მთავარი კითხვა, რაც დამრჩა პროკურორთან საუბრის შემდეგ იყო ის, რატომ გადაწყვიტეს ჩემი „დაკაჩავება“ ზურა ჟვანიას გარდაცვალების ფაქტზე. ისინი წელიწადზე მეტია ხელისუფლებაში არიან და წესით, უკვე ზუსტად უნდა იცოდნენ, რომ ზურა ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებულ გამოძიებაში საეჭვო არაფერია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ ზურა ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებულ საქმეში საეჭვო და გამოსაძიებელი არაფერია. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მეორეხარისხოვანი გახდებოდა, მთავარი იმ მომენტში ემოციური ფონის შექმნა იქნებოდა. საზოგადოებას შევახსენებ, რომ არც ციხის კადრები გამოუძიებია ვინმეს, და არც ამ საქმეში მთავარი დამნაშავეები დაუსჯია. ქვეყანაში შეიქმნებოდა დაახლოებით ისეთი ემოციური ფონი, როგორიც ციხის კადრების შემდეგ შეიქმნა.

ამ ფონზე მათთვის მარტივი იქნებოდა როგორც გიგი უგულავას, ისე გიგა ბოკერიას და სხვა ლიდერების დაპატიმრება და სააკაშვილისათვის ბრალის წაყენება. ამას კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, პრაქტიკულად ერთადერთი სერიოზული ოპოზიციური პარტიის გაქრობა მოჰყვებოდა.

რატომ ახლა? ჯერ ერთი, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მეორეც იმიტომ, რომ რეჟიმი ფიქრობს, რომ სწორედ ახლა, ვილნიუსის სამიტის დასრულებიდან ადგილობრივი არჩევნების დაწყებამდე აქვს ფანჯარა, რათა ივანიშვილის დავალება შეასრულოს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაანადგუროს", - აღნიშნულია ვანო მერაბიშვილის განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43