სამ წელიწადში, იაპონია, შესაძლოა, რუკიდან გაქრეს

პარასკევი, 13 დეკემბერი, 2013 - 19:50

იაპონია, შესაძლოა, რუკიდან გაქრეს, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში დასავლეთ სანაპიროზე  მცხოვრებთა  ევაკუაცია გახდეს საჭირო, - წერს ჟურნალი წერს Huffington Post Canada, ეკოლოგიის საკითხებში კანადა-იაპონიის ექსპერტზე დაყრდნობით.

 

 

ეკოლოგიის ექსპერტი შესაძლო შედეგებს აღწერს, რომელსაც იაპონიაში რიხტერის შკალით 7-ბალიანი  მიწისძვრა გამოიწვევს. 

კანადის უნივერსიტეტში  ეკოექსპერტმა დევიდ სუძუკმა განმარტა, ბირთვულ ელექტროსადგურ ფუკუსიმას  სავალალო მდგომარეობა იაპონიას  უპრეცედენტო კატასტროფის წინაშე აყენებს. 

მისივე თქმით, ატომური ელექტროსადგურის მეოთხე რეაქტორი იმდენადაა დაზიანებული, რომ ახალი მიწისძვრის შემთხვევაში, ატომური საწვავის ჰაერთან  კონტაქტი იაპონიის დასარულს გამოიწვევს, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე  მთელი მოსახლეობის   ევაკუაცია გახდება საჭირო.

მეცნიერის თქმითვე, ალბათობა იმისა, რომ  7-ბალიანი მიწისძვრა იაპონიაში მომდევნო 3 წლის განმავლობაში მოხდება, დაახლოებით 95%-ს შეადგენს.

მკვლევარი იაპონიის მთავრობას მიმართავს, გაითვალისწინონ  ბირთვული ელექტროსადგურის კატასტროფის რეალური მასშტაბები და უარს ნუ ამბობენ  საერთაშორისო დახმარებაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61