შევეშვათ საგარეო ორიენტაციის ორმაგ სტანდარტებს - თორნიკე შურღულაია

პარასკევი, 15 ნოემბერი, 2013 - 13:39

შევეშვათ საგარეო ორიენტაციის ორმაგ სტანდარტებს, რუსეთს კი კრიტიკულად უნდა ვესაუბროთ,- აცხადებს დოქტორთა კლუბის პრეზიდენტი, ისტორიის დოქტორი და დასავლეთის სპეცსამსახურების სპეციალისტი თორნიკე შურღულაია.

 

 

როგორც თორნიკე შურღულაია აცხადებს, თუ საქართველომ დასავლეთთან ინტეგრაცია ვერ მოახერხა, ამის მიზეზები მხოლოდ შიგნით უნდა ვეძებოთ და არა სხვაგან.

„დასავლეთი საქართველოს ისტორიული არჩევანია, თუ ისევ ერთ წრეზე დავდივართ და ინტეგრაცია ვერ მოხერხდა ჩვენი, ქართველების ბრალია და არა დასავლეთის“, - განაცხადა დოქტორთა კლუბის პრეზიდენტმა.

რაც შეეხება რუსეთის მიმართ მტრულ განწყობას, შურღულაიას განცხადებით, პოზიცია უნდა შევცვალოთ, თუმცა კრიტიკული ტონი არ უნდა შეწყდეს,რადგან რუსეთი იმპერიალისტი და ოკუპანტია.

„რუსეთთან პირფერობა ეროვნული ღალატის ტოლფასია, ჩვენ თუ ოკუპანტს გავურიგდებით, გამოდის, რომ ამაო ყოფილა იმ ქართველი ვაჟკაცების სისხლი, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს ომის დროს დაიღვარა. სანამ რუსეთს ნაცრისფერი ლუბიანკის კგბ-შნიკები მართავენ, მათ პროევროპელობაზე და პროგრესულობაზე ზედმეტია საუბარი. რუსეთი ასეთი რეჟიმის და კურსის წყალობით შესაძლებელია ტერიტორიულად შემცირდეს კიდევაც, რადგანაც რუსეთს თავად აქვს უამრავი პრობლემა და კონფლიქტური რეგიონებით არის სავსე", - აღნიშნავს თორნიკე შურღულაია.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.65
  • 3.06
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42