ლაფანყურში განვითარებულ მოვლენებს სახალხო დამცველთან არსებული საზოგადოებრივი საბჭო შეისწავლის

სამშაბათი, 22 ოქტომბერი, 2013 - 15:37

საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივით, ომბუდსმენის აპარატთან  საზოგადოებრივი საბჭო შეიქმნება, რომლის მიზანი 2012 წლის აგვისტოში სოფელ ლაფანყურში განვითარებული მოვლენების თაობაზე ფაქტების მოძიება და დოკუმენტირება იქნება, რათა  საზოგადოებაში არსებულ განსხვავებულ მოსაზრებებს პასუხი გაეცეს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ნანუაშვილის თქმით, ახლადშექმნილი საბჭო, ასევე ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულთა ინტერესების წარმოჩენაზე და გამოძიების პროცესის დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ წარმართვის აუცილებლობაზე. საბჭო მოამზადებს ანგარიშს, რომელიც შესაბამის მასალებთან ერთად საგამოძიებიო ორგანოებს გადაეგზავნება. სახალხო დამცველის თქმით, საბჭო ალტერნატიულ საგამოძიებო უწყებას არ წარმოადგენს.

მისივე თქმით, საქართველოს სახალხო დამცველი სოფელ ლაფანყურში განვითარებული მოვლენების შესწავლას აგრძელებს, რაც საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლით და სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44