თორნიკე შურღულაიასთვის გაუგებარია პრემიერის ოპტიმიზმის მიზეზი

ხუთშაბათი, 05 სექტემბერი, 2013 - 12:07

დოქტორთა კლუბის პრეზიდენტის, ისტორიის დოქტორის, პროფესორის თორნიკე შურღულაიასთვის გაუგებარია პრემიერის ოპტიმიზმის მიზეზი, როდესაც აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოზე გავლენის გაძლიერებას არ ცდილობს.

 

 

როგორც შურღულაია "ჯეონიუსთან" საუბარში აცხადებს, ისტორიულად ცნობილია რუსეთის სტრატეგიული ინტერესები სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში, რაზეც უარს არასოდეს იტყვის.

"მოყოლებული გეორგიევსკის ტრაქტატიდან რუსეთი საქართველოს დაუფლებისთვის რისკზე მიდიოდა და საქართველოს დაპყრობის სურვილით შეპყრობილი სხვადასხვა ძალისა და აღმსარებლობის მქონე სახელმწიფოებს ეცილებოდა საქართველოზე კონტროლს. შემდგომ ეტაპზე საბჭოთა რუსეთმა ევროპის რიგი სახელმწიფოების მიერ საქართველოს „ერთა ლიგაში“ გაწევრიანებაზე უარის თქმის შემდეგ დაუყონებლივ მოახდინა საქართველოს ანექსია 1921 წლის 25 თებერვალს, რითაც დასრულდა საქართველოს რესპუბლიკის 1005-დღიანი დამოუკიდებელი არსებობა და დაიწყო საბჭოთა საქართველოს 70-წლიანი ყოფა", - აცხადებს თორნიკე შურღულაია.

შურღულაიამ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიც გაიხსენა, როდესაც საბჭოთა კავშირმა საქართველოს დაკარგვის შიშით თავისი სამხედრო ძალები აამოქმედა და რუსთაველზე სისხლი დაღვარა.

"საქართველოს ძვირად დაუჯდა დამოუკიდებლობის მეორედ მოპოვება, რუსეთმა მიიტაცა აფხაზეთისა და შიდა ქართლის ისტორიული ტერიტორიები.

გავიხსენოთ ახლო წარსულის ტრაგიკული მოვლენა ვისაც ისტორიის გახსენება არ სურს, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე MAP-ზე უარის თქმის შემდეგ საქართველო კვლავ რუსეთის არმიის სამიზნედ იქცა და დღემდე ჩვენი ტერიტორიების 20% აქვთ ოკუპირებული რუსეთის რეგულარულ ჯარებს და ამასთანავე განაგრძობენ სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების რღვევასა და ფაქტიურ ანექსიას, რაც საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ყველა პუნქტით მიუღებელი ქმედებაა. გავიხსენოთ რუსეთის ფედერაციის პრემიერის განცხადება, რომელიც მან რუსთავი 2-ის გადაცემა პოზიციის ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა და პირდაპირ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია არ მიესალმება საქართველოს სხვა სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში გაწევრიანების სურვილს და დასძინა, რომ რუსეთის ფედერაცია ამ ფაქტს ყველა მის ხელთ არსებული საშუალებებით შეეწინააღმდეგება. ისტორიული გამოცდილებისა და არსებული რეალობის ფონზე გაუგებარია პრემიერის ასეთი ოპტიმიზმის მიზეზი", - აცხადებს თორნიკე შურღულაია.

გუშინ "ექსპოჯორჯიაში" ჟურნალისტებთან მორიგი შეხვედრის დროს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოზე გავლენის გაძლიერებას არ ცდილობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46