ამერიკის პრეზიდენტი რუს კოლეგას სნოუდენის შესახებ ტელეფონით ესაუბრა

შაბათი, 13 ივლისი, 2013 - 14:45

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ თავის რუს კოლეგას  ვლადიმერ პუტინს ედვარდ სნოუდენთან დაკავშირებით მოუწოდა, სიტუაცია ერთად განიხილონ. ობამა პუტინს სნოუდენის მიერ "შერემეტიევოში"  საერთაშორისო

 ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული პრესკონფერენციის შემდეგ პირადად ტელეფონით დაუკავშირდა.  საუბრის დეტალები არ ხმაურდება, თუმცა თეთრი სახლი რუსეთს სნოუდენის გადაცემას სთხოვს და ირწმუნება, რომ მისი საქმის განხილვა სამართლიანად მოხდება. 

 

პრესკონფერენციაზე ჯაშუშობაში  ეჭვმიტანილმა სამართალდამცველებს მოუწოდა, უზრუნველყონ მისი უსაფრთხოდ გადაადგილება ლათინური ამერიკის ქვეყნებში და რუსეთს დროებითი თავშეფრის თხოვნით მიმართა. 

ამერიკის შეერთებული შტატების უშიშროების სამსახურის ყოფილი ოფიცერი ედვარდ სნოუდენი, რომელიც ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი, უკვე სამი კვირაა, მოსკოვის აეროპორტ "შერემეტიევოს" სატრანზიტო ზონაში იმყოფება.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59