პრეზიდენტს ადვოკატებისა და ბრალდებულთა „შემწეობა“ და „გულშემატკივრობა“ დააგვიანდა - გიორგი მარიამიძე

პარასკევი, 31 მაისი, 2013 - 13:16

არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე, ადვოკატი გიორგი მარიამიძე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე

კანონპროექტისთვის ვეტოს დადების ფაქტს „მორიგ პიარ კამპანიად“ აფასებს.

როგორც ადვოკატმა "ჯეონიუსს" განუცხადა, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით რეალურად არანაირი ვეტო არ იქნებოდა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას „ერთი აყალმაყალი“ რომ არ აეტეხა.

გიორგი მარიამიძის განცხადებით, ვეტოს უფლების გამოყენებით პრეზიდენტი, ერთი შეხედვით, ადვოკატებისა და ბრალდებულთა ერთგვარ „შემწედ“ და „გულშემატკივრად“ გვევლინება, რაც მისასალმებელია, თუმცა, ცოტა დაგვიანებულად თვლის მის „ამგვარ ხელგაშლილობას“?!

„თუ პრეზიდენტს და მის გუნდს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ადვოკატთა და ბრალდებულთა უფლებების ბრალდების მხარესთან გათანაბრება სურდა, ამის გაკეთება თავის დროზე შეეძლოთ, როცა თავად იყვნენ უმრავლესობაში პარლამენტში. მათ მიერ მიღებული, დღეს მოქმედი საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლით დაცვის მხარეს, მართალია, საგამონაკლისო უფლების გამოყენების შესაძლებლობა აქვს, თუმცა, ამისთვის მას სასამართლო ჯარიმას აკისრებს, რომლის ოდენობაც განუსაზღვრელია. ასე რომ, დღეს მოქმედი კოდექსითაც, დაცვის მხარეს აქვს საგამონაკლისო უფლება, თუმცა, ვერ იყენებს ჯარიმის შიშით“, - განაცხადა ადვოკატმა „ჯეონიუსთან“ საუბრისას.

მარიამიძე ასევე მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის გაზრდილი უფლებების ძალაში შესვლის საკითხის 2014 წლისათვის გადადებაც პრეზიდენტის „პიარს“ უფრო ემსახურება, ვიდრე სისხლის სამართლის პროცესში დაცვის მხარის პოზიციების გამყარებას, რადგანაც სწორედ პრეზიდენტის გუნდის წევრებმა შექმნეს დღეს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც დაცვის მხარეს არა მხოლოდ უკრძალავდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, არამედ მათ ჩასატარებლად მოსამართლესთან შუამდგომლობის დაყენებასაც გამორიცხავდა.

„გაითვალისწინებს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის რეკომენდაციებს, ამას, რეალურად, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან აღნიშნული ცვლილებებით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მაინც ვერ უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპზე დაფუძნებული სასამართლო პროცესის დამკვიდრებას. შესაბამისად, გაუგებარია ადვოკატთა გარკვეული ნაწილის „თავგადაკლული“ აპელირება ამა თუ იმ უფლების ადვოკატისთვის მინიჭების ან არ მინიჭების საკითხთან დაკავშირებით, რადგანაც ეს ყველაფერი „ზღვაში წვეთია“. დღესაც რომ ჰქონდეს დაცვის მხარეს ბრალდების მხარის ყველა უფლება, ძალიან ცოტა ბრალდებული თუ შეძლებდა მათ გამოყენებას საკმაოდ დიდი ხარჯების გამო. მტკიცებულებათა მოპოვება „ძვირი სიამოვნებაა“, რაც ბრალდებულთა 80-90%-ისთვის მიუწვდომელია“, - აცხადებს ადვოკატი.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.82
  • 3.1
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39