გიორგი მარგველაშვილი თავის იდეებს და სამუშაო პროგრამას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ წარმატებულად და პროგრესულად წარმართავს

ორშაბათი, 27 მაისი, 2013 - 15:45

ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ის კანდიდატია, რომელმაც იცის ჩვენი ქვეყნის ტკივილი და ისიც, თუ რა არის ქვეყნის მომავლისთვის

 აუცილებელი, - ამის შესახებ  „ჯეონიუსს“  დასავლეთის სპეცსამსახურების ისტორიის მკვლევარმა და ისტორიის დოქტორმა თორნიკე შურღულაიამ განუცხადა.

 

თორნიკე შურღულაია არ ეთანხმება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელმაც, მისივე თქმით,  „აიტაცა მარგველაშვილის თავმდაბლობა“ და განცხადება გააკეთა, თითქოსდა გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში არანაირი შანსი არ აქვს გამარჯვების, რომ არა მის უკან მდგარი „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი.

შურღულაიას თქმით, კოალიციის კანდიდატს გათავისებული აქვს ეს დიდი პასუხისმგებლობა ამ პოსტზე არჩევის შემდეგ და დასძენს, რომ სადაც არ უმოღვაწია მარგველაშვილს, ყველგან პროდუქტიული ყოფილა მისი საქმიანობა და მაგალითად განათლების სამინისტროს ასახელებს.

„დარწმუნებული ვარ, გიორგი მარგველაშვილი თავის იდეებს და სამუშაო პროგრამას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ წარმატებულად და პროგრესულად წარმართავს“, - აცხადებს თორნიკე შურღულაია.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.99
  • 3.42
  • 0.04
  • 0.6
  • 1.45