ერთი თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული მამა დააკავეს

ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 - 13:54

ქალაქ რუსთავის მე–17 მიკრორაიონის 27-ე კორპუსში მცხოვრებმა 1978 წელს დაბადებულმა, ფსიქიკურად დაავადებულმა გივი ჩ-მ საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულის ფანჯრიდან შვილი, ერთი თვის ლადო ჩ. გადააგდო.

 ჩვილი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც გაირკვა, გარდაცვლილი ჩვილის დედა, 1977 წელს დაბადებული თეონა ჟ, მეუღლის მსგავსად, ფსიქიკურად დაავადებულია.

შემთხვევის ადგილზე გამოძახებული საპატრულო ეკიპაჟები და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გამოცხადდნენ. გივი ჩ. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე, საკუთარ სახლში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გივი ჩ. ქურდობისთვის ნასამართლევია და 2005 წელს მოიხადა სასჯელი.

გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის ბრალდებით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44