მინდა ვკითხო უგულავას, მერაბიშვილის გზაა თავისუფლების?! - ზაზა გაბუნია

ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 - 13:06

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ "ფრონტნიუსის" პრეს-კლუბში პრეს-კონფერენცია გამართა რომელზეც თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა.

"მინდა ვკითხო უგულავას, მერაბიშვილის გზაა თავისუფლების?! ამ შემთხვევაში ციხეზე გადის არა თავისუფლების, არამედ მკვლელობის, ძალადობის, საკუთრების წართმევის, კორუფციის, ფინანსური მაქინაციების გზა და ბატონმა უგულავამ სამართლიანად აღნიშნა, რომ იმავე გზას შესაძლოა თავადაც გაუდგეს, როგორც უსამართლო მმართველი", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ზაზა გაბუნია ვანო მერაბიშვილის დაკავებას, პრეზიდენტის განცხადებას და ორგანიზაცია პატრიოტების მიერ ხელმოწერების დაწყების ფაქტსაც გამოეხმაურა. როგორც გაბუნია აცხადებს, მოსამართლის გადაწყვეტილება გაბედული და სამართლიანია, ხოლო სააკაშვილის და მისი დამქაშ-მხარდამჭრების ქცევა კი არაბუნებრივი, უადგილო.

"ვის გათავისუფლებას ითხოვენ, ძალადობასა და მკვლელობაში, მიმტაცებლობასა და უსამართლობაში საზოგადოებისგან ბრადებულის? ეს არასერიოზულია და აჩვენებს, რამდენად მოწყდნენ ხალხს და სინამდვილეს", - განაცხადა გაბუნიამ.

 ზაზა გაბუნიას განცხადებით, ივანიშვილის დაკავებით ბევრმა ამოისუნთქა ნაცმოძრაობაში, განსაკუთრებით ამ პარტიის საპარლამენტო ჯგუფის ახალმა თაობამ, რომელთათვისაც მერაბიშვილი როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტიკის განმსაზღვრელი, პრობლემა იყო.

გაბუნიას თქმით, ეს შესამჩნევი იყო გუშინ მთელი დღის მანძილზე როცა ეს ადაამიანები სოციალურ ქსელებში სოლიდარობის ნიშნად ათავსებდნენ ჭიაბერაშვილის და არა მერაბიშვილის ფოტოებს და შესამჩნევი იყო ბოლო თვეების მაძილზე როცა "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ჯგუფის ახალგაზრდული ნაწილი მაქსიმალურად ცდილობდა ყოფილი პრემიერისგან, როგორც მათთვის არასასურველი პირისგან დისტანცირებას.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.21
  • 0.04
  • 0.5
  • 1.44