ვანო მერაბიშვილი მატროსოვის ციხეში გადმოიყვანეს

ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 - 12:16

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრი და  "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ქუთაისიდან თბილისში გვიან ღამით გადმოიყვანეს. ყოფილი პრემიერი ეგრეთწოდებულ მატროსოვის ციხეშია მოთავსებული, სადაც ძალოვანი უწყების თანამშრომლებია განთავსებული.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ  საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს აღმკვეთ ღონისძიებად ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილს კი 20 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი სასამართლოდან ქუთაისის ციხეში გადაიყვანეს. ზურაბ ჭიაბერაშვილი საპყრობილეს დღეს დატოვებს, ხოლო მერაბიშვილის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

მომდევნო სასამართლო პროცესი 15 ივლისს გაიმართება.

დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55